Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა.   

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის. 

"საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა Fitch-ის გადაწყვეტილებაც, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა. 

Fitch-ის რეიტინგის თანახმად, 2018 წელი გამოირჩეოდა სტაბილური ინფლაციური გარემოთი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. "სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ საშუალოდ 2.6 პროცენტო შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ახლოს არის ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონესთან - 3 პროცენტთან. ფასების სტაბილურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა". 

2018 წელს რეგიონში გაზრდილი ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც თავის მხრივ, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნება უწყობს ხელს. "აღსანიშნავია, რომ ასეთი რეჟიმის უმთავრესი დადებითი მახასიათებლები ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური გავლენის შესუსტება, ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და, შედეგად, ეკონომიკის ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციის შესრულებაა. ეს გასული პერიოდების კრიზისების დროსაც არაერთხელ დადასტურდა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, Fitch-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მხრივ, რაც სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული.

ჩვენ გირჩევთ

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა

წინა სტატია

ბოლო 5 წელში სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოსაკრებელის მოცულობა გაორმაგდა
25 February, 2019

შემდეგი სტატია

Son 5 yıl içerisinde, şans oyunları için devlet hazinesine ödenen vergi hacmi ikiye katlandı
25 February, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker