ლარის კურსი 2.19-ზე გაჩერდება?

ლარის კურსი 2.19-ზე გაჩერდება?

ბოლო 11 დღის განმავლობაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.17-2.19-ის ფარგლებში მერყეობს. წინა პერიოდის რყევებთან შედარებით, 2 თეთრით ცვლილება შეიძლება სტაბილურ სიტუაციად მივიჩნიოთ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე თვის მეორე ნახევარში ყოველთვის მეტი ზეწოლაა. თვის ბოლო ხდება როგორც ქვეყნის საგარეო ვალის მომსახურება, ასევე ქვეყნის შიგნით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ვალების დაფარვა. ეს ფაქტორები ზრდის დოლარზე მოთხოვნას და ლარის კურსზე მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით,

აქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ დასტაბილურდა თუ არა ლარის კურსი ახალ ნიშნულზე, თვის ბოლო ათ დღეში კურსის მერყეობის სიდიდეზე დაკვირვებაა საჭირო. იანვრის და თებერვლის თვეების პირველ ნახევარშიც ლარის კურსი შედარებით სტაბილური იყო.

ამასთან, მნიშვნელოვანია რა ტენდენცია ექნებათ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის ცვლილებას. თუ გაგრძელდა მათი ვალუტების კურსის გაუფასურება, ამას უარყოფითი გავლენა ექნება ლარის კურსის სტაბილურობაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *