თებერვალში საქართველოს ექსპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს ექსპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2019 წლის თებერვალში 2018 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 19%-ით (43 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 0.6%-ით (4 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში, წინა წლებში, თებერვლის თვეში განხორციელებულ ექსპორტის მაჩვენებლებში.

2019 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 266 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 643 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 377 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 39 მლნ დოლარით ნაკლებია.

ორი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%-ით, ხოლო იმპორტი 0.1%-ით გაიზარდა. ორი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 730 მლნ დოლარია.

თებერვლის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მარტს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *