ქვეყნები, რომლის მოქალაქეებმაც 2018 წელს საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 9.8%-ით გაიზარდა და 8,679,544 შეადგინა.

საერთაშორისო ვიზიტების 72.9% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოში, ხოლო 27.1% კი პირველადს. შესაბამისად 2018 წელს საქართველოში 1,949,053 პირველადი ვიზიტი განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ვიზიტორებმა ტურისტულად ჯამში 7.9 მილიარდი ლარი დახარჯეს. საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე კი 1099 ლარს შეადგენდა.

7.9 მილიარდიდან ყველაზე დიდი წილი საკვებზე და სასმელზე მოდის - 2.2 მლრდ ლარი, რაც მთლიანი მოცულობის 28.6%-ია. შემდეგ მოდის განთავსების საშუალებები, რომელზე 1.8 მლრდ ლარი დაიხარჯა - მთლიანი მოცულობის 23.4%. დანახარჯებით მესამე ადგილზეა რეკრეაცია, კულტურული და სპორტული აქტივობები - 1.4 მლრდ ლარი და მთლიანი მოცულობის 18%. მეოთხე პოზიციაზეა შოპინგი, უცხოელებმა საქართველოში ამ მიზნით მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც მთლიანი დანახარჯების 13.6%-ია. ტრანსპორტის ხარჯი 560 მილიონს შეადგენს (7.1%), ხოლო სხვა დანახარჯებზე კი 726 მილიონი ლარი მოდიოდა.

ჯამურად საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი კი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს აქვთ.

რუსეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 1326 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 1,972,427,681 ლარი

თურქეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 923 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 1,086,557,567 ლარი

სომხეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 540 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 662,999,650 ლარი

აზერბაიჯანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 385 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 657,894,675 ლარი

ისრაელი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 376,194,931 ლარი

უკრაინა
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 1659 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 341,854,303 ლარი

ირანი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2071 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 306,179,769 ლარი

გერმანია
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2046 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 301,916,579 ლარი

არაბთა გაერთიანებული საემიროები
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2719 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 230,243,753 ლარი

ყაზახეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 1956 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 156,609,571 ლარი

აშშ
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 3047 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 126,292,922 ლარი

გაერთიანებული სამეფო
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 3189 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 125,892,171 ლარი

პოლონეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2183 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 110,614,509 ლარი

ბელარუსი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 1262 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 94,424,799 ლარი

ესპანეთი
ვიზიტზე საშუალო ხარჯი - 2541 ლარი
მთლიანი ტურისტული ხარჯი - 94,140,271 ლარი

ჩვენ გირჩევთ

თებერვალში საქართველოს ექსპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

უკრაინული ქვაკუთხედი

თებერვალში საქართველოს ექსპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს ექსპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

Государственный долг Грузии – от кого и в каком объеме получит кредит Грузия за следующие 3 года
14 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

გალტ ენდ თაგარტმა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა
15 მარტი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker