ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში და სახელმწიფო მმართველობაშია

ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში და სახელმწიფო მმართველობაშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ბოლოს ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საფინანსო საქმინობაში იყო – 1448 ლარი.

მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1361 ლარით. მესამეზე მშენებლობა 1341 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროში (507 ლარი) და სოფლის მეორნეობაშია (550 ლარი).

მნიშვნელოვანი სხვაობაა დაქირავებით დასაქმებულ ქალთა და მამაკაცთა საშუალო თვიურ ხელფასს შორის. მამაკაცის საშუალო თვიური ხელფასი 1142 ლარია, ხოლო ქალის – 710 ლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *