ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 43 დოლარამდე შემცირდა

ბოლო დღეებში ნავთობის მსოფლიო ფასი კლებას განაგრძობს. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 43 დოლარმდე შემცირდა და ექვსი წლის მინიმუმს მიაღწია, ხოლო "ბრენტის" ტიპის ნავთობის 54 დოლარამდე შემცირდა. ერთი თვის წინ ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 54 დოლარი ღირდა, ხოლო "ბრენტი" 63 დოლარი. თუმცა, საქართველოში, ლარის 25%-იანი გაუფასურების გამო, ბოლო დღეებში ლიტრი ბენზინი 5-10 თეთრით გაძვირდა.

ნავთობის გაიაფების ძირითადი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდაა, რაც დოლარის კურსის გამყარებაზეც აისახა. ბოლო ერთ თვეში ევრო აშშ დოლარის მიმართ 8%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი უკვე 1.06 ევრო ღირს. ანალიტიკოსთა აზრით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების (საპროცენტო განაკვეთის ზრდა) და ევროპის ცენტრაული ბანკის მიერ მონეტარული ექსპანსიის (ევროს მასის ზრდა) ფონზე, დოლარის კურსი ევროს მიმართ 1.0-ს ჩამოსცდება. ამ პროცესის შედეგად შესაძლოა ლარი ევროს მიმართ გამყარდეს, თუმცა დოლარის მიმართ გაუფასურების ზეწოლა გაძლიერდება.

წინა სტატია

ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში და სახელმწიფო მმართველობაშია
19 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

მიგრაციის კანონი ქვეყანას ძვირი დაუჯდება
19 მარტი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker