ოფშორული ზონები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოდის

2018 წელს, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 1 232.4 მლნ. აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი - 550 მლნ დოლარი ე.წ. ოფშორულ ზონებზე მოდის.

საქართველოს კანონმდებლობა შეღავათიან დაბეგვრის მქონე ქვეყნად 15-ს აღიარებს, საგადასახადო კოდექსით კი დამატებით 49 ქვეყანა განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმად.

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ტერიტორიები, რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

1) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
2) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან. სხვადასხვა ქვეყნები ოფშორული ზონებიდან წლის განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას იღებენ.

უკვე რამდენიმე წელია საქართველოს უმსხვილეს უცხოურ ინვესტორ კომპანიად პანამურ ოფშორში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL სახელდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პანამიდან, საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს 74.7 მლნ დოლარის FDI განხორციელდა, რომელიც სრულად ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე მოდის, კერძოდ კი „ტურიზმის განვითარების ფონდზე“. გამოდის, რომ არამხოლოდ უმსხვილესი უცხოური ინვესტორი კომპანიაა საქართველოს მოქალაქის მფლობელობაში, არამედ FDI-ში მისი წილი 6%-საც აღწევს.

10 ოფშორული ზონა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა შემდეგია:

  • პანამა - $74.7 მლნ
  • ლუქსემბურგი - $48.4 მლნ
  • არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $20.3 მლნ
  • ჰონგ-კონგი - $6.2 მლნ
  • ბელიზი - $5.2 მლნ
  • კაიმანის კუნძულები - $5.6 მლნ
  • სენტ-კიტს და ნევისი - $4.9 მლნ
  • სეიშელები - $3 მლნ
  • ლიხტენშტეინი - $1.6 მლნ
  • მარშალის კუნძულები - $1.2 მლნ

წლების მიხედვით, კი ოფშორული ქვეყნებიდან, საქართველოში ინვესტიციები შემდეგნაირად იცვლებოდა:

ჩვენ გირჩევთ

შედეგზე მომართული შემოქმედებითობა

წლის გარიგება

შედეგზე მომართული შემოქმედებითობა

შედეგზე მომართული შემოქმედებითობა

წინა სტატია

თებერვალში ბანკების მოგებამ 56 მილიონი ლარი შეადგინა
23 March, 2019

შემდეგი სტატია

State Enterprise Debt Soars to 4.5 Billion GEL
20 March, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker