154.8 მლნ ლარი სანქციებიდან - რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

154.8 მლნ ლარი სანქციებიდან - რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

2018 წელს ბიუჯეტში საქნციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 154.8 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 27.4%-ით ანუ 42.5 მლნ ლარით აღემატება. აქედან ყველაზე დიდი წილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის, კერძოდ კი 115 მლნ ლარი. ჯარიმების უმეტესობა – 78.2 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის, ხოლო დანარჩენი კი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტზე. სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა 2017 წელთან შედარებით, 23 მლნ ლარითაა გაზრდილი.

ჯარიმები და საქნციების ძირითადი მოცულობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა – 2.8 მლნ ლარი

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში – 2.6 მლნ ლარი

  • სოფლის მეურნეობაში ვეტერინალურ – სანიტარული წესების დარღვევა – 1.4 მლნ ლარი

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 84,1 მლნ ლარი

  • საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო – 780 700 ლარი

  • გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო – 3 მლნ ლარი

  • არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო – 4.9 მლნ ლარი

  • სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო – 357 000 ლარი

  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სამართალდარღვევების გამო – 11 700 ლარი

  • დასუფთავების წესის დარღვევის გამო – 641 100 ლარი

  • ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო – 133 400 ლარი

  • თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო – 8770 ლარი

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო – 64 400 ლარი

  • პერსონალურ მონაცემთა წესის დარღვევის გამო – 78 200 ლარი

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში – 3 მლნ ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *