ვინ არიან და რამდენია მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების ხელფასები

10 ყველაზე მაღალანაზრაურებადი თანამდებობის პირის წლიური ხელფასი ჯამში 1.7 მლნ ლარს აღწევს.

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროა. შრომის ანაზღაურებას საბიუჯეტო ორგანიზაციებში უმეტეს შემთხვევაში თან ერთვის პრემია და დანამატი. 2018 წლის 9 თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში მილიარდი ლარი დახარჯეს, აქედან თანამდებობრივი სარგოს ხარჯი 717.3 მლნ ლარი იყო. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, პრემიის ხარჯი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 1%-ს, ხოლო დანამატის ხარჯი კი 14%-ს და შესაბამისად 141.7 მლნ ლარს შეადგენს.

საზოგადოების ინტერესის ქვეშ მოექცა ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაც. კერძოდ, სააგენტოს საბჭოს წევრების თანამდებობრივი სარგო წელიწადში 60 000 დოლარამდე უნდა იყოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს არ იქნება ყველაზე მაღალი ანაზღაურება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის, რადგან დღეს რამდენიმე უწყების მაღალჩინოსანი უკვე იღებს ხელფასის სახით წელიწადში $60 000-ზე მეტს.

საჯარო უწყებებში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო მარეგულირებელი უწყებების და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლებს აქვთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი უწყებები დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, მათი უმეტესობა მოგებსაც თავად გამოიმუშავებს და მათი პოლიტიკისგან განცალკევება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო წელიწადში ჯამში 1.7 მლნ ლარს აღწევს. 2017-2018 წლებში გაცემული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ის პოზიციები შევადგინეთ, სადაც მთავრობის მიერ დაქირავებული მენეჯერები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ:

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 294 000 ლარი; თვეში 24 500 ლარი

ფონდის აღმასრულებლის პოზიციას დავით საგანელიძე იკავებს. ამ თანამდებობაზე მუშაობით მხოლოდ 3 წელში საგანელიძემ ხელფასის სახით 714 000 ლარის ანაზღაურება მიიღო. 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში საგანელიძეს საკუთარი ანაზღაურება მითითებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ ამ პერიოდში მან ხელფასის სახით 404 250 ლარი მიიღო. გამოდის, რომ 4 წელსა და 3 თვეში მისი ანაზღაურება 1.1 მლნ ლარს სცდება.

საქართველოს რკინიგზის დირექტორი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 210 525 ლარი; თვეში 17 500 ლარი

რკინიგზის დირექტორის თანამდებობას დღეს დავით ფერაძე იკავებს. კომპანია საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია. ამავე თანამდებობაზე მუშაობისას თვეში საშუალოდ 18 370 ლარის ანაზღაურებას იღებდა პრემიერი მამუკა ბახტაძე. ჯამში მან საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას ხელფასის სახით, 828 000 ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 175 000 ლარი; თვეში 14 500 ლარი

ამ თანამდებობას რამოდენიმე თვეა გიორგი ბახტაძე იკავებს. მანამდე კი წლების განმავლობაში უწყებას დავით თვალაბეიშვილი ხელმძღვანელობდა. GOGC-ს 100%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდი და შესაბამისად სახელმწიფოა. ამ პერიოდიდან 2017 წლის ჩათვლით, თვალაბეიშვილმა 762 00 ლარის ანაზღაურება მიიღო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 341 000 ლარი; თვეში 28 000 ლარი

2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ამ თანამდებობას სულხან ზუმბურიძე იკავებდა. 2013 წლიდან, 2017 წლის ჩათვლით, 5 წლის განმავლობაში, სულხან ზუმბაძემ ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 133 000 ლარი; თვეში 11 000 ლარი

თანამდებობას ვახტანგ ამბოკაძე იკავებს, რომელმაც 5 წელში ანაზღაურების სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი - 645 046 ლარი მიიღო.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 151 500 ლარი; თვეში 12 600 ლარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობით, 2018 წელს ირინა მილორავამ 151 500 ლარის შემოსავალი მიიღო; 2016 წელს კი 165 000 ლარი.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 2410 000 ლარი; თვეში 20 000 ლარი

თავმჯდომარის პოსტზე მუშაობით კახა ბექაურმა გასულ წელს 241 376 ლარის ანაზღაურება მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მაშინ როდესაც ბექაური კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა, მისი წლიური ანაზღაურება 233 988 ლარს შეადგენდა, - თვეში 19 400 ლარზე მეტი. ბექაურმა კომისიაში მუშაობით, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით (5 წელში), 1.1 მილიონზე მეტის ანაზღაურება მიიღო. შესაბამისა, როფორც კომისიის თავმჯდომარის, ისევე მისი წევრის ანაზღაურება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 165 000 ლარი; თვეში 13 750 ლარი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2018 წელს ანაზღაურების სახით 243 000 ლარი მიიღო (თვეში 20 250 ლარი). აქედან 165 000 ლარი გვენეტაძემ სებ-ის პრეზიდენტის რანგში, ხოლო 78 000 ლარი კი საბჭოს წევრის რანგში მიიღო. ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში კი გვენეტაძის ანაზღაურება ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 137 391 ლარი; თვეში 11 500 ლარი

ბანკის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ სწორედ ეს ანაზრაურება მიიღო, რასაც ასევე ემატება საბჭოს წევრის ანაზღაურება 78 000 ლარის ოდენობით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

თანამდებობრივი სარგო - წელიწადში 149 000 ლარი; თვეში 12 500 ლარი

თანამდებობას თამარ ჟვანია იკავებს. ბოლო 3 წელში მან ანაზღაურების სახით ჯამში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი - 463 000 ლარი მიიღო.

აღნიშნული 10 თანამდებობის გარდა, გასათვალისწინებელია სასამართლო პირების თანამდებობრივი სარგოებიც. ასე მაგალითად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის წლიური ანაზღაურება 137 500 ლარს შეადგენდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კი 138 500 ლარს.

ჩვენ გირჩევთ

რაში იშოვება დიდი ფული?

მომავლის პირისპირ

რაში იშოვება დიდი ფული?

რაში იშოვება დიდი ფული?

წინა სტატია

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა
28 March, 2019

შემდეგი სტატია

სილქნეტმა 200 მილიონის აშშ დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა
28 March, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker