ბოლო 10 წელიწადში საქართველომ ტურიზმიდან 17 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 518 მილიონი დოლარით (19%-ით) მეტია 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე.

ბოლო 10 წელიწადში, 2009-2018 წლებში საქართველომ უცხოელი ტურისტებიდან 17 მილიარდი შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, ამავე პერიოდში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან მხოლოდ 1 მილიარდი დოლარი მიიღო. 2001 წლის შემდეგ საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან ყოველწლიურად იზრდება, საშუალოდ 22%-ით. ზრდის წლიური საშუალო ტემპი ყველაზე მაღალი 2010-2011 წლებში იყო - 44%. ყველაზე დაბალი ტემპი კი 2014-2015 წლებში იყო - 4%. 2016-2018 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 20% იყო, რაც თანხაში საშუალოდ 451 მლნ აშშ დოლარია.

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად საქართველოდან საზღვარგერეთ ტურისტული მიზნით დახარჯული თანხებიც გაიზარდა. 2018 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 525 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 61 მილიონი დოლარით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში ქართველებმა საზღვარგარეთ 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

გრაფიკი: საქართველოს შემოსავალი და გასავალი საერთაშორისო ტურიზმიდან, მილიონი აშშ დოლარი

ჩვენ გირჩევთ

პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.5 პროცენტით შესრულდა

ბათუმი იმპერიათა გზაგასაყარზე

პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.5 პროცენტით შესრულდა

პირველ კვარტალში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.5 პროცენტით შესრულდა

წინა სტატია

გამკაცრებული დაკრედიტება და მუშახელის უნარები - ADB საქართველოს ეკონომიკის რისკებს ასახელებს
03 April, 2019

შემდეგი სტატია

Microsoft and Openclassrooms to train students to fill high-demand AI jobs
03 April, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker