TBC უზბეკური Payme-ის აქციების საკონტროლო პაკეტს $5.5 მილიონად ყიდულობს

TBC უზბეკური Payme-ის აქციების საკონტროლო პაკეტს $5.5 მილიონად ყიდულობს

TBC ბანკმა უზბეკეთის წამყვანი საგადახდო სისტემის Payme შესყიდვაზე თანხმობა მიიღო. აღნიშნული კომპანია უზბეკეთში 1.3 მლნ ადამიანს ემსახურება. მხოლოდ გასულ წელს მისი კლიენტების რაოდენობა 70%-ით, ხოლო შემოსავლები კი 41.9%-ით გაიზარდა.

TBC ბანკმა უზბეკეთის ბაზარზე შესვლის გეგმებზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

გარიგების ღირებულება $5.5 მილიონადაა შეფასებული და მისი დახურვა აპრილის ბოლოსთვის იგეგმება. თუმცა, TBC ბანკი Payme-ში დარჩენილი 49% წილის შეძენასაც გეგმავს.

“Payme”-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. “Payme”-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და “Payme”-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, “Payme”-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.” – ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *