რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

საერთაშრისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, 2018 წელს ყველაზე მაღალი ინფლაცია (სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება) ვენესუელაში დაფიქსირდა, სადაც პროდუქცია 1 555 146%-ით გაძვირდა, რაც ჰიპერინფლაციაა და ფულის სრულ გაფუჭებას ნიშნავს.
მეორე ადგილზეა სუდანი 79%-იანი ინფლაციით. მესამეზე ირანია 51%-იანი ინფლაციით. ორნიშნა ინფლაციაა ჯამში მსოფლიოს 21 ქვეყანაში დაფიქსირდა.
2018 წელს საქართველოში 1.5%-იანი ინფლაცია იყო და ამ მაჩენებლის სიდიდით გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 142-ე იყო. საქართველოზე დაბალი ინფლაცია 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.
ცხრილი - ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები 2018 წელს
ქვეყანა |
წლიური ინფლაცია |
ვენესუელა |
1555146% |
სუდანი |
73% |
ირანი |
51% |
არგენტინა |
48% |
ზიმბაბვე |
42% |
სამხრეთ სუდანი |
40% |
იემენი |
30% |
ლიბერია |
27% |
თურქეთი |
20% |
ანგოლა |
19% |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი