მარტში საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტში 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით (35 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 12%-ით (105 მლნ დოლარით) შემცირდა.

2019 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 266 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 643 მლნ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა რეკორდული მაჩვენებელია საქართველოში, წინა წლებში, მარტის თვეში განხორციელებულ ექსპორტის მაჩვენებლებში. მარტის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 419 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 140 მლნ დოლარით ნაკლებია.

სამი თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 5%-ით შემცირდა. სამი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 155 მლნ დოლარია, გასული წლის სამ თვეში 1 346 მლნ დოლარი იყო.

მარტის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

ჩვენ გირჩევთ

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

წინა სტატია

World Gambling in Figures
16 April, 2019

შემდეგი სტატია

მარტში ფულადი გზავნილები 6 მილიონი დოლარით გაიზარდა
15 April, 2019
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker