2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2018 წლის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

გასული წელი საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, გაიზარდა როგორც ინდუსტრიის ჯამური მოგება, ასევე მათი აქტივები და შემოსავლები. კერძოდ, მოქმედი 17 კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 542.2 მლნ ლარი შეადგინა, გაორმაგდა კომპანიების მოგება და მან 42.1 მლნ ლარი შეადგინა, აქტივები 743.2 მლნ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო კაპიტალი კი 221.6 მლნ ლარამდე.

მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობით ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია. 2018 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემია მხოლოდ ორ კომპანიას – ალდაგს და პსპ-ს შეუმცირდა. ყველაზე მსხვილი ზრდა თიბისი დაზღვევას ჰქონდა. 

slide36

ყველაზე მეტი ზარალი გასულ წელს კომპანია ჯიპიაიმ აანაზღაურა. კერძოდ, კომპანიამ ჯამში 78 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, მას მოსდევს იმედი L 40.7 მლნ ლარით და ალდაგი 33.8 მლნ ლარით. 

slide37

slide40

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით და ბაზრით წილით ასევე ჯიპიაი ლიდერობს. კომპანიას 63.1 მლნ ლარით ბაზრის 29% უკავია. მეორე ადგილზე იმედი L-ია, რომელმაც გასულ წელს სამედიცინო დაზღვევის სახეობაში 55.8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 26% დაიკავა. მესამე ადგილზე ბაზრის 12%-ით და 26.3 მილიონიანი პრემიით არდია, მას მოსდევს პსპ (14.7 მლნ და ბაზრის 7%) და ირაო (12.4 მლნ ლარი და ბაზრის 6%). დანარჩენი წილი კი სხვა 12 კომპანიაზე მოდის.

ქონების დაზღვევის სახეობაში ბაზრის ლიდერი ალდაგია – 28.4 მლნ ლარი და მთლიანი წილის 33%; მას მოსდევს უნისონი 16.2 მლნ ლარის მოზიდული პრემიით და ბაზრის 19%-ით, მესამე ადგილზე კი ჯიპიაია 13.8 მლნ ლარით და ბაზრის 16%-ით. დანარჩენი წილი კი დარჩენილ 14 სადაზღვევო კომპანიაზე მოდის.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში თიბისი ლიდერობს. კომპანიამ 2018 წელს 18.8 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 50% დაიკავა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სახეობის დაზღვევაში ალდაგი ლიდერობს. მან ერთ წელში დაზღვევის ამ სახეობაში 12.3 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და მთლიანი წილის 48% დაიკავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *