მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალი 165 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 165 მლნ ლარით შემცირდა და 18.5 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 59 მლნ დოლარით შემცირდა, ლარში გამოსახული კი 173 მლნ ლარით. მარტში საშინაო სახელმწიფო ვალი 8 მლნ ლარით გაიზარდა.

31 მარტის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 862 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 572 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

მარტში საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

წინა სტატია

ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
16 April, 2019

შემდეგი სტატია

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები წლის დასაწყისიდან საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში
16 April, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker