საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 86%-მდე გაიზარდა

2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 228 მილიონი დოლარით გაიზარდა და 13.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 86%-ია.

გასულ წელს 65 მილიონი დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი 86 მილიონი დოლარით შემცირდა. 26 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი, ხოლო სხვა სექტორების ვალი 44 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 180 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი ინვესტირების სახით შემოსული კომპანიათაშორისი სესხები.

წინა სტატია

ელვის პრესლის კერძო თვითმფრინავები აუქციონზე გაიყიდება
31 მარტი, 2015

შემდეგი სტატია

მომსახურებით საგარეო ვაჭრობის ბალანსი 4.6%-ით შემცირდა
01 აპრილი, 2015
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker