ყველაზე პოპულარული ავტომობილები საქართველოში - TOP 10 მოდელი

2018 წელს ავტოპარკი საქართველოში 5.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2017 წელს ავტოპარკის ზრდის ტემპი 5.3% იყო, 2016 წელს 8%, 2015 წელს კი 8.2%.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში ავტომობილების უმეტესობა 20 წელზე მეტი ხნისაა. კერძოდ, ავტომობილების 45.5% 1999 წელს, ან კიდევ უფრო ადრეა გამოშვებული. 4 წლამდე ავტომობილების წილი ქვეყანაში მხოლოდ 1.9%-ია, 4-6 წლის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი ავტოპარკის 3.9%-ს შეადგენს. 2018 წელს მსგავსი ასაკის ავტომობილების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა.

ავტოპარკის 82%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (30%) და თეთრი ფერისაა (17%).

რაც შეეხება ყველაზე მეტად გავრცელებულ მსუბუქ ავტომობილებს, ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი ავტოპარკში Opel Astra-ს უკავია, მას მოსდევს Mercedes-Benz E და Mercedes Benz C.

ავტომობილების მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით, მთლიანი ავტოპარკის 35% თბილისზე მოდის, 13.6% იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმზე, 10% ქვემო ქართლზე, 8.5% კახეთზე, 8.2% აჭარაზე, 6.3% სამეგრელო/ზემო სვანეთზე, 5.6% შიდა ქართლზე, დანარჩენი წილი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

მფლობელთა რეგისტრაციის მიხედვით, თბილისში თითქმის ნახევარი მილიონი ავტომობილი - 481 888 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება.

თბილისში ავტომობილების 76% კაცებზეა რეგისტრირებული, 24% კი ქალებზე. საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ასე მაგალითად, კახეთში ავტოტრანსპორტის 90% კაცებზეა რეგისტრირებული, ქალებზე კი მხოლოდ 10%; აჭარაში 85%- ფლობენ კაცები, 15%- კი ქალები, შიდა ქართლში 88%- კაცები ხოლო 12%- კი ქალები

2018 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 2%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით კვლავ მკვეთრად შემცირდა (-55%) იმპორტი იაპონიიდან. აშშ არ თმობს ლიდერის პოზიციას სატრანსპორტო საშუალებების იმპორტში (60% საერთო იმპორტში). თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა იმპორტი ბელგიიდან, ხოლო თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელი 67%-ით მაღალია წინა წელთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა 1 წლამდე ასაკის ავტომანქანების იმპორტი, 39%-ით - 1-3 წლის ასაკის ავტომანქანების იმპორტი, 86%-ით - 4-6 წლის ასაკის ავტომანქანების, ხოლო 11-20 წლის ასაკის ავტომანქანების იმპორტი 43%-ით შემცირდა .

მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების იმპორტი 2018 წელს წინა წელთან შედარებით 47%–ით შემცირდა და მთელი იმპორტის 9,7% შეადგინა

2018 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტ/რეექსპორტით გაყვანილი ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთის მიმართულებით (53%) ფიქსირდება. წინა წელთან შედარებით 22–ჯერ გაიზარდა ყირგიზეთში გასული ავტომანქანების რაოდენობა, ხოლო აზერბაიჯანში გასული ავტომანქანების რაოდენობა - 2-ჯერ. მარჯვენა საჭიანი ავტომანქანების ექსპორტ-რეექსპორტი 42%-ით შემცირდა და საერთო რაოდენობის 4% შეადგინა.

რაც შეეხება პრემიუმ ბრენდებს, 2018 წელს საქართველოში შემდეგი ახალი მოდელები დარეგისტრირდა:  

 

ჩვენ გირჩევთ

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა
30 აპრილი, 2019

შემდეგი სტატია

Drinking In Georgia: How A New Hotel Is Merging Old And New Worlds On The Edge Of Europe
30 აპრილი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker