გიორგი ისაკაძის ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან

გიორგი ისაკაძის ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან

დღეს უკვე ეკონომიკის ექსმინისტრი და McKinsey-ის ყოფილი პარტნიორი გიორგი ქობულია Forbes Georgia-ს რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში მისი დანიშვნის და გათავისუფლების, ასევე 8-თვიანი მინისტრობის პერიოდის შესახებ საუბრობს.

ქობულიას თქმით, ის ცდილობდა მმართველი გუნდი საკუთარი ხედვის სისწორეში დაერწმუნებინა, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ შეძლო. ექსმინისტრი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლება მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებდა. ინტერვიუში ქობულია ყვება იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს საჯარო სექტორშია და ამბობს, რომ ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას სწორედ მართვის და გადაწყვეტილებების მიღების დაბალი ხარისხი აფეხრებს.

საჭიროდ ვთვლი, რომ მაყურებელს უნდა მოვუყვეთ როგორ მოხდა გიორგი ქობულიას მოწვევა ეკონომიკის მინისტრად, როგორ გახდით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი?

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ჭორი დადის..

დიახ, მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გაგიწიათ რეკომენდაცია.

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ეს არ არის მართალი. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ბანალურად და მარტივად იყო. მმართველმა პარტიამ მოიკითხა მსოფლიოში ვინ არიან ეკონომიკის დარგში მოღვაწე წარმატებული ქრათველები, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. მე დამიკავშირდნენ. მოხდა ჩემსა და მათ შორის თვენახევრის განმავლობაში საუბარი. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პოზიცია დამეკავებინა. ასე მარტივად იყო ყველაფერი.

ეს ლოგიკურად იყო მაისის ბოლოს, ივნისში…

ეს ლოგიკურად ხდება ივნისის განმავლობაში.

თქვენ შემდეგ უკვე, 2018 წლის 8 ივლისიდან ხართ ეკონომიკის მინისტრი. თავიდანვე ხომ არ “დაითარსეთ” ეკონომიკის მინისტრის პოსტზე? დასაწყისიდანვე იყო გაუთავებელი საუბრები თქვენ შვებულებებზე, როდესაც საქმის გადმობარებით და საქართველოში გადმობარგებით იყავით დაკავებული? 

შესაძლებელია, რაღაც თვალსაზრისით დაგეთანხმოთ კიდევაც. საქმე იმაშია, რომ ჩემი მოლაპარაკება როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ლიდერთან მკაფიოდ იყო ის, რომ მე ვთანხმდებოდი ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექნებოდა საშუალება, რომ საქმეები გადამებარებინა და ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. ჩვენი მოლაპარაკება იყო რომ მე დავიწყებდი ამ სამუშაოს შესრულებას მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო მკაფიოდ თქმული და მოლაპარაკებული. ამასთან ერთად, მე, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში და ვიმუშავე, მაგრამ მუშაობას სრულფასოვნად შევუდექი მხოლოდ სექტემბრიდან. ამასთან ერთად, მე, რა თქმა უნდა, მომდიოდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც არ ვიყავი საქართველოში მწვავე კრიტიკეს ქვეშ მოვყევი ქვეყანაში არყოფნის გამო. მე, მართალი რომ გითხრათ, ძალიან გამაკვირვა იმან, რომ არავინ დამიცვა იგივე ჩემი გუნდიდან, იგივე მმართველი გუნდიდან, არავინ რომ არ დამიცვა და მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. შესაძლებელია, ახლა ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო.

როდის შეამჩნიეთ, რომ იყო განსხვავებული ხედვები და ღირებულებები?

ვიტყოდი, რომ, რა თქმა უნდა, თავიდანვე შევიგრძენი, რომ ჩვენი ხედვები ბოლომდე თანხვედრაში არ იყო. თუ თქვენი შემდგომი კითხვა იქნება რა იყო წასვლის რეალური მიზეზი გიპასუხებთ, რეალური მიზეზი ზუსტად ეს იყო, რომ იმ ხედვებში იმ პრინციპში რომელზეც მეგონა, რომ დასაწყისში შევთანხმდით, აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა.

წასვლის არა, თქვენ გაგათავისუფლეს.

ალბათ თქვენ უფრო სწორ ფორმულირებას უკეთებთ. წასვლა არის, როცა ადამიანი განცხადებას დაწერს, მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეას.

თქვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გთხოვდნე, დაჟინების ხარისხი არ ვიცი, მაგრამ გთხოვდნენ, რომ დაგეწერათ განცხადება და წასულიყავით თქვენი გადაწყვეტილების საფუძველზე თანამდებობიდან. არის თუ არა ეს სიმართლე?

მე ვიტყოდი, რომ ეს სიმართლეა. იყო თხოვნა, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორედ მმართველ გუნდამდე მივიტანდი და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ. ეს განცდა მქონდა, მქონდა ამის იმედი და მაქსიმალურად ვცდილობდი ეს გამეკეთებინა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, ბოლომდე არ გამომივიდა.

ვისთან გქონდათ კომუნიკაცია?

რა თქმა უნდა. პირველ რიგში პრემიერმინისტრთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთანაც გავიარეთ ეს საკმაოდ დეტალურად.

ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იყო ამ ყველაფრის?

რა თქმა უნდა.

ბიძინა ივანიშვილი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძის მინისტრებიდან თანამდებობაზე დანიშვნამდე მხოლოდ თქვენ გიცნობდათ. მან თქვა, რომ შეგხვდათ და გაგიცნოთ.

ეს ზუსტად არის ის, რაც მე უკვე გითხარით რამდენიმე წუთის წინ, ვიდრე მივიღებდი გადაწყვეტილებას, მე მქონდა საკმაოდ დეტალური კომუნიკაცია პარტიის ლიდერთან.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა “ხედვა” და “პოლიტიკური გუნდი”, ვისთან ასცდით ამ ხედვებში? რას ნიშნავს პოლიტიკური გუნდი რაში იყო სხვაობა?

მე დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ზოგადად იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც იყო უფრო პოლიტიკურად დატვირთული ვიდრე შედეგზე ორიენტირებული. მე ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებებს.

და თქვენ არ აპირებთ ამაზე საუბარს?

მე არც დღეს და არც მომავალში დეტალებზე საუბარს არ ვიპირებ. მე არ მგონია, რომ ეს კორექტული და პროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ამასთან ზოგადად უნდა ვთქვა, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ არ იყო ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, ამავე დროს პოლიტიკურადაც, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო მმართველი გუნდისთვის. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის, სადაც არც ეკონომიკური სარგებელი იყო და პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო. ქართულად როგორც იტყვიან საკუთარ ფეხში ვისროდით და ეს, რა თქმა უნდა, იყო კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა სწორედ და მართებულად და რომელთა მიღებაც მე მიჭირდა იმიტომ, რომ არ მქონდა საკმარისი მხარდაჭერა.

მეორეს მხრივ, თქვენი გათავისუფლებიდან მეორე, მესამე დღეს პრემიერმა შემოგვთავაზა გვემარჩიელა თქვენი გათავისუფლების მიზეზებზე. ის რაც ჩვენ ამოვიკითხეთ იყო ტემპზე და სწრაფ გადაყვეტილებებზე. რა ტემპზეა საუბარი? ეს დაბალი ტემპი იყო მუხრუჭი?

კარგი კითხვაა და დაგეთანხმებით ინტერპრეტაციაში. ჩემთვის გასაკვირია ლაპარაკი იმაზე, რომ მე სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი. იმიტომ რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილებების ნელი ტემპი გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, მე მინდოდა ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიმეღო და ამის საშუალება ბოლომდე არ მქონდა. რაც შეეხება მუხრუჭს, დიახ ვიყავი მურუჭი იმ საკითხებში, რომელიც მიმაჩნდა, რომ არ იყო სწორი.

დღეს ეს დაბალ ტემპად ითარგმნა.

ჩემთვის ძნელია ამაზე კომენტარი.

თვლით თუ არა, რომ უფრო ადრე უნდა გაგერკვიათ ნათლად ხედვები?

ამაშიც დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ ის რაც მე მომივიდა ძალიან დიდი წილია ჩემი პასუხისმგებლობის. მე გეტყვით რატომ. მე მგონი უფრო მეტი ძალისხმევა და დრო უნდა დამეხარჯა საუბრებში ხელმძღვანელებთან სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას. უფრო კარგად უნდა გამერკვია თამაშის წესები. და თუ მე ამ თამაშის წესებს თავიდანვე არ ვეთანხმებოდი უნდა გამეთავისებინა და მიმეღო მაშინ გადაწყვეტილება გავმხდარიყავი თუ არა მინისტრი. როდესაც უერთდები გუნდს, ალბათ უნდა იცოდე, რომ მათი თამაშის წესებით უნდა ითამაშო.

და საბოლოო ჯამში მივიღეთ…

მივიღეთ ის, რომ მე ბოლომდე ვერ გავითავისე ის თამაშის წესები, ან ვერ გავიგე ან არ დავხარჯე საკმარისი დრო, რომ ეს გამეგო. მოხდა ის, რომ რაც დასაწყისში მეგონა, ის არ გამართლდა და ამას მოყვა ის კონფლიქტი, რაც მოხდა.

თქვენ საუბრისას ახსენეთ, რომ თავიდანვე გამოჩნდა სტრატეგიულ ხედვებში იყო განსხვავებები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გიორგი ქობულიას მინისტრად მოწვევას სექტემბერ ოქტომბერშივე ნანობდნენ?

შეიძლება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ ამის განცდა მე თავიდანვე მქონდა. მე გამიჩნდა რაღაც პერიოდში ეს განცდა, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ამაში, მაგრამ ნელ-ნელა ამან უფრო მკაფიო სურათი ჩამოაყალიბა. მე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დღევანდელი პოლიტიკური ძალა არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და თუ მე ამ გუნდში არ ვეწერები ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხის გადაწყვეტილებაც არის აგრეთვე. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ხალხის მიერ არის არჩეული და ვფიქრობ, რამდენად სწორედ წავიდა ქობულია ან არასწორად წავიდა არ არის სალაპარაკო და იმდენად ბევრი გასარჩევი.

რაში მდგოამრეობს გიორგი ქობულაის ხედვები. გქონდათ თუ არა მცდელობა, რომ გარდა ინტერვიუსი გემსჯელათ ხედვებზე. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენი ხედვით ჩვენ შეგვეძლო კონკრეტული შედეგის მიღწევა?

ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონთან შედარებით არც თუ ისე ცუდად ვითარდება. როგორც ამაზე არა ერთხელ მისაუბრია, მაგრამ ეს ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს 4-5% მაინც უფრო მეტად ინერციულია, რაც განპირობებულია იმით, რომ საწყისი დონე არის უფრო დაბალი. ჩვენ ვიცით, რომ $4000 ფარგლებშია მშპ ერთ სულ მოსახლეზე. რა თქმა უნდა, რაც უფრო დაბალია დონე დიდ ზრდას შეგვიძლია მივაღწიოთ და მეორე ეს არის ის, რომ ჩვენთან არის ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა, ეს ორი ფაქტორი ხელშემწყობია ზრდისთვის, ინერციული ზრდისთვის. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკაში არის უფრო დიდი პოტენციალი. როგორც არერთხელ მისაუბრია, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს და ძალიასხმევის მობილიზაციას განვახროციელებთ, შეგვიძლია 7% დან 9%-მდე გავაორმაგოთ ეს ეკონომიკური ზრდა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ძირითადი გამოწვევა არის სახელმწიფო მართვის სიტემის ეფექტურობის მომატება. რას ნიშნავს ეს?

თქვენ მოასწარით ამ პროგრამის დასრულება? 

ეს პროგრამა ქაღალდზე, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებულია. ამ პროგრამის დანერგვას და მის შესრულებას ბევრად მეტი დრო უნდა, ვიდრე 8 თვე. რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს არის ჩამოყალიბებული. გეგმები, რომელიც ამ პროგრამას ეფუძნება და 2019 წელს ეხება წარდგენილი იყო პარლამენტისთვის. იცით 2018 წლის ბოლოს 2019-ის დასაწყისში დეტალური ხედვა თუ რა უნდა გაკეთებულიყო 2019-ში. ამიტომ მგონია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ხედვას, როგორ შეიძლება გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, აქ არის, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსური და მრავალმიმართულებრივი პროგრამა. მაგრამ ძირითადი გამოწვევებია – გადაწყვეტილების მიღების ხარისხი და სისწრაფე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ ვეჯახებით გამოწვევას გადაწყვეტილების ხარისხთან დაკავშირებით, ანალიტიკაა გასაძლიერებელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მაგრამ მეორე რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს არის გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე. აქაც ჩვენ გვაქვს პრობლემა ბევრი გადაწყვეტილება იჭედება ცენტრალურ მთავრობაში და რეგიონალურ მთავრობებში საერთოდ განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. რა უნდა მოვუხერხოთ ამას? – რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია რომ შეიცვალოს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ავამაღლოთ ჩვენი სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაცია. ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო კვალიფიციური კადრები. და ეს კადრები უნდა იყოს კვალიფიციური და მოტივირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვეჯახებით კონკრეტულ პრობლემას, ჩვენ კონკურენციაში ვართ კერძო სექტორთან.  ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ბიზნესს გავუწიოთ კონკურენცია კადრების მოსაზიდად.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით პროგრამა და ეს პროექტი გავუგზავნეთ ჩვენს ხელმძღვანელობას, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ როგორ უდნა შევქმნათ კონკურენცია კერძო სექტორთან, რომ ჩვენ კვალიფიციური კადრები მოვიზიდოთ სახელმწიფო სექტორში. ეს რა თქმა უნდა ეხება პირველ რიგში ფინანსურ მხარეს, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო სექტორის ხელფასები ბევრად ჩამოუვარდება კერძო სექტორს და ჩვენ შევიმუშავეთ ის თუ როგორ შეიძლება მივუახლოვოთ ჩვენი ხელფასები განსაკუთრებით ძირითად პოზიციებზე კერძო სექტორის ხელფასებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ კონკურენცია გავუწიოთ ამაში. მაგრამ აქ არის მეორე ბევრად მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს არის მოტივაცია, თუ ჩვენ არ შევქმენით საკმარისი მოტივაცია კადრებისთვის ან იმ სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, ჩვენ ხელფასით მათ მოზიდვას ვერ შევძლებთ.

სამწუხაროდ დღესდღეობით სახელმწიფო სექტორებში განვითარებულია ნიჰილიზმი, პრაქტიკულად გადაწყვეტლების მიღების სურვლი ადამიანებს ნაკლებად აქვთ. პრინციპში ისინი ზოგჯერ ვერ ხედავენ იმას, რატომ უნდა გააკეთონ, ან როგორ უნდა გააკეთონ ესა თუ ის საქმე. როგორ წყდება ეგეთი საკითხი. ამის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გვყავდეს ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც მიიღებენ მხოლოდ სწორ და ქვეყნისთვის და ხალხის კეთილდღეობით მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. და როცა მიიღება მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისთვით მოტივირებული გადაწყვეტილებები და ამას დაინახავს მთელი კოლექტივი აი იქ ფორმირდება დასაქმებულთა სწორი მოტივაცია. ასეთი სწორი მოტივაცია არის განმსაზღვრელი იმისი, რომ კვალიფიციურმა და მოტივირებულმა ადამიანმა მოინდიმოს სახელმწიფო სეტქორში მუშაობა.

ბოლო წლებში მოხდა იმ ტიპის ცვლილებები, რამაც ერთგავარად დააზიანასაინვესტიციო გარემო. როგორ უნდა შემოვატრიალოთ FDI? რა სისტემური პრობლემების გამო “წვალობენ” ინვესტორები – გიორგი ქობულიას შეფასება წარმოგვიდგინეთ.

იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის იმ პარამეტრებს, რაზეც ვისაუბრე, თითოეულ სექტორში გადასალახია სპეციფიკური ბარიერები. არის სისტემური ბარიერები, ესენია: გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი და გადაწყვეტილების მიღების ტემპი, რაც დამოკიდებულია მეტწილად ჩვენი სახლემწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან ერთად, არის რამდენიმე სხვა სისტემური დაბრკოლება, ერთ-ერთი მათგანი ეხება ინვესტორებთან მუშაობის გააქტიურებას და გაძლიერებას. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვამუშავებდით და რომელიც უნდა დაინერგოს, ეს არის ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა. დღეს ინვესტორი, რომელიც დადის სხვადასხვა უწყებაში და ცდილობს სხვადასხვა საკითხი გადაწყვიტოს სახელმწიფო უწყებებთან, ეს ინვესტორი მოვა მხოლოდ ერთ უწყებაში, ეს უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო და მისთვის უნდა იყოს გადაწყვეტილი ყველა პრობლემა, რომელიც მას აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადეთ, ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩემი მინისტრობისას ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ იყო და ბევრი ინვესტორი, როგორც იტყვიან, ძალიან წვალობდა. ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ალბათ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ – დღეს საქართველოში არ გვაქვს ბევრი საერთაშორისო ინვესტორისთვის მიმზიდველი ბაზარი. ჩვენი ბაზარი არის ინვესტორებისათვის საკმაოდ პატარა და მცირე, ჩვენი კადრების კვალიფიკაცია დაბალია, ის უნდა ავწიოთ. და მესამე, რაც არის მნიშვნელოვანი, თუ ბაზარი მცირეა და ინვესტორს ექსპორტისთვის სურს საქონელი აწარმოოს, ექსპორტზე გასატანად საჭიროა, ეფექტური ლოგისტიკური სისტემები. და ეს ლოგისტიკური სისტემები არ არის დღესდღეობით საქართველოში ეფექტური. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნის, იმისთვის, რათა ინვესტორები შემოვიდნენ.

ამას რომ მოვერიოთ და რაღაცნაირად გავაბათილოთ, უნდა შევქმნათ ინვესტორთა მხარდაჭერის ძალიან მაღალეფექტური მექანიზმი. ინვესტორი რომ მოდის, იმას იმდენად უნდა მოვეფეროთ, იმდენად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მინუსები გავაბათილოთ. ინვესტორთან მუშაობის ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა, რომელიც გულისხმობს, რომ ინვესტორისთვის საკითხი სწრაფად წყდებოდეს და თვეების მანძილზე ნებართვებს არ ელოდებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ამასთან ერთად, მე ვიტყოდი მეორე ელემენტს: ჩვენ აუცილებალდ უნდა შევეცადოთ, რომ იმ სექტორებში, სადაც გვაქვს შედარებით უპირატესობა, მოვიზიდოთ ინვესტორები. უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მოვიზიდოთ სახელიანი საერთაშორისო კომპანიები. აქ არის წიაღისეულზე ლაპარაკი – გვაქვს კარგი შეთავაზებები. გვაქვს სპილენძის და ოქროს მარაგები, რაც საინტერესოა საერთაშორისო კომპანიებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტბი ელექტროგენერაციაში, სადაც შეგვიძლია მოვიწვიოთ სახელოვანი კომპანიები. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში – აი ეს სექტორები უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის. რომ შევასრულოთ სამუშაოები, ანუ არა მარტო ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, არამედ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო სახელის მქონე კომპანიები, რომლებიც შემდგომ ჩვენს ქვეყანას შეუქმნიან პოზიტიურ იმიჯს. და ეს იმიჯი იქნება შემდეგ საერთაშიროსო დონეზე იმის საწინდარი, რომ მოიზიდო კიდევ მეტი სხვა სექტორის კომპანია. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ხედვა, რომელიც მე მქონდა.

ეწერა თუ არა ეს ყველაფერი პარლამენტში დატოვებულ გეგმაში დათქმით, დამიბარეთ ერთი წლის თავზე და მომკითხეთ?

რა თქმა უნდა.

შეეძლო თუ არა რომელიმე სტრუქტურას მოეკითხა გიორგი ქობულიას მიერ 8 თვის განმავლობაში გაკეთებული საქმეები?

მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლებელია, რომ ეკონომიკურ კომიტეტს მოესმინა ის პროგრესი, რომელიც გაკეთდა ამ რამდენიმე თვეში ვიდრე მე მინისტრი ვიყავი. რადგან მოდის ახალი მინისტრი, შესაძლოა მე დაგეთანხმოთ, რომ შესაძლოა ეკონომიკურ კომიტეტს ჰქონოდა ინტერესი მოესმინა ანგარიში პროგრესთან და გაკეთებულ სამუშაოსთან დაკავშირებით.

და იყო ასეთი დაინტერესება პამენტიდან?

მე არ გამიგია, ჩემამდე არ მოსულა.

და თუ ინტერესი იქნება, თქვენ ამას იზამთ?

რა თქმა უნდა, თუ იქნება ინტერესი მე მზად ვარ წარვადგინო ანგარიში, თუ რა გაკეთდა დღემდე.

რა არის გიორგი ქობულიას გეგმები?

მართალი რომ გითხრათ, ჯერჯერობით არ ვარ ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულებაა, რომელზეც ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ერთი ორ თვეს ავიღებ იმისთვის. რომ დავისვენო. რაც არ გამიკეთებია ბოლო ოცი წელიწადია და შემდგომ ვიფიქრებ იმაზე, რა მიმართულებით წავიდე.

ეს იქნება ეკონომიკა თუ პოლიტიკა?

ალბათ უფრო შემდიმში გაირკვევა, მაგრამ დღეს მაინც უფრო ეკონომიკაზე ვფიქრობ.

8 თვის თავზე ინანეთ თუ არა, რომ დათანხმდით მამუკა ბახტაძისა და შემდეგ უკვე პარტიის თავმდჯომარის შეთავაზებას, რაც როგორც შემდგომში აღმოჩნდა, 8 თვით გამხდარიყავით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი?

აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია არასდროს არ ვინანებ. ამ პერიოდის განმავლობაში ვთვლი, რომ მაინც შევძელი რაღაც წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში და მეორე ჩემთვის პირადად ეს გამოცდილება იყო უნიკალური. მე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ხალხი და, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მადლობა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვისთანაც მე შევძელი მუშაობა ამ 8 თვის განმავლოაბში. ეს ჩემთვის არის დაუვიწყარი გამოცდილება. არანაირად არ ვნანობ.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მე ცუდად ვმართავდი ეკონომიკის სამინისტროს. ამაზე მე ძალიან მიჭირს რამე კომენტარი გავაკეთო. ჩემთვის ძალიან რთული გასაგები იყო, რა იგულისმებოდა სამინისტროს ცუდ მართვაში და ეს ვერც ვერავინ ამიხსნა.

შევეცადე გამეგო, მაგრამ ვერ გავიგე. ტემპზეც ვიკითხე და ვერ გავიგე. მე ვთვლი, რომ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ანალიტიკური სამსახური, ორგანიზაციული სტრუქტურა, კადრების მოტივაცია საკმაოდ გაგვეზარდა. მგონია რომ ეკონომიკის სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით და მუშაობით არის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ბოლო წლებთან შედარებით. თუ ლაპარაკი ეხება შედეგიანობას, მე მზად ვარ წარვადგინო ანგარიში, რა გაკეთდა, სად იყო პროცესი.

ეს შეიძლება იყოს, მე მზად ვიქნებოდი ეს წარმედგინა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა რა თქმა უნდა.

მე მოვალედ ვთვლი ჩემს თავს პარალმენტის წინაშე.

მაგრამ, ამასთან ერთად, თქვენ გაიცანით ისეთი ადამიანები, რომელბიც ამუხრუჭებენ ქვეყნის განვითარებას.

ასეთებიც იყვნენ, მაგრამ ესეც სასარგებლო გამოცდილებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *