Future Agro Challenge 2019

საქართველო თბილისის სტარტაპ ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით Future Agro Challenge - ს  უერთდება. ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი). 

Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წლევანდელი ჰაკათონი გაიმართება შემდეგ კატეგორიებში:

Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და გუნდს იმ შემთხვევაში, თუ: 

  • გუნდი 5 წელზე ნაკლებია არსებობს
  • თუ გუნდს აქვს ინოვაციური და მასშტაბური ბიზნესს იდეა, აქვს ბიზნესმოდელი და ჰყავს

სამიზნე აუდიტორია

  • თუ ჰქონია გაყიდვები ან MVP
  •  თუ შეუძლია გამოავლინოს უნიკალური, ძლიერი და გამოყენებადი ტექნოლოგია ან ინოვაცია
  • თუ გუნდის მინიმუმ ერთი წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე;

აპლიკაციების მიღება დაიწყო მითითებულ ლინკზე, რომელიც გაგრძელდება 7 მაისის ჩათვლით (19:00 საათამდე) : https://facagro.com/compete-apply/

შერჩეული აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ 10-12 მაისს 48 საათიან ჰაკათონში და 12 მაისს გამოვლინდება ნაციონალური გამარჯვებული, რომელიც მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს.

Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University, ISET - International School of Economics, Agro Solutions - აგრო სოლუშენს, Wolt, Agricopter • აგრიკოპტერი, Gogra.ge • გოგრა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association და Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/275471423333940/

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: 4U.ge, Marketer.ge, Forbes Georgia, ინდიგო • Indigo და Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი.

ჩვენ გირჩევთ

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

მარტში საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

წინა სტატია

"Öngörülmeyen masraflar" - hazine rezervlerinden finanse edilen projeler
06 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

Непредвиденные расходы – проекты, которые финансируются из резервного фонда
06 მაისი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker