Forbes Woman Club-ის წესდება

2014 წლის მიწურულს ქართულმა "ფორბსმა" Forbes Georgia Woman Club–ი დაარსა.

კლუბის მიზნებია:  შეიქმნას უნიკალური გარემო საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების, გაფართოების და ინფორმაციის მიმოცვლისთვის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის; წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ღირსეული სამეწარმეო საქმიანობის იდეალებს; ხელი შეუწყოს პირადი კონტაქტების განვითარებას და მაღალი ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას ბიზნეს ურთიერთობებში.

ახლადშეექმნილ ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანება შესაძლებელია კლუბისგან მოწვევის მიღების შემთხვევაში, ასევე კლუბის უკვე მოქმედი წევრების რეკომენდაციის საფუძველზე. კლუბში ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას ქართული "ფორბსის" დირექცია მიიღებს.

კლუბის წევრობა შეიძლება მოიპოვონ დადებითი საქმიანი რეპუტაციის მქონე ადამიანებმა, მსხვილი და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებმა და მფლობელებმა, ასევე კულტურის მოღვაწეებმა, ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა და მეცნიერებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

გაეცანით Forbes Woman Club–ის წესდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წინა სტატია

ადამიანი-რობოტი
06 April, 2015

შემდეგი სტატია

არსებული სიტუაციისადმი მომხმარებელთა ნდობა გაუარესდა
08 April, 2015
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker