1700 უცხოელი მომწოდებელი - რომელი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ ქართულ ტენდერებში

2018 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 4,087,214,400 ლარი შეადგინა. მათგან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,308,643,197 ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ კი 778,571,203 ლარი შეადგინა.

გამოდის, რომ განხორციელებული შესყიდვების ღირებულების 81% სწორედ გამარტივებულ ხელშეკრულებებზე მოდის.

2018 წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობამ 32,597 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (33,095) 2%-ით ჩამოუვარდება.

2018 წელს სისტემაში 3,300-ზე მეტი ახალი ბიზნეს კომპანია დარეგისტრირდა და სულ რეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობამ 38,248-ს მიაღწია.

2018 წელს უცხოელი მიმწოდებლების რაოდენობამ 1,700-ს მიაღწია. არარეზიდენტ კომპანიებთან 2018 წლის მანძილზე ტენდერების გზით დაიდო 61 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამაც 122 მილიონ ლარზე მეტს გადააჭარბა, რამაც შეადგინა საქართველოში ტენდერებით შესყიდული მთლიანი მოცულობის 4%.

სისტემაში რეგისტრირებულ არარეზიდენტი მიმწოდებლების რაოდენობა ტოპ-10 ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • უკრაინა - 302
  • თურქეთი - 210
  • რუსეთი - 163
  • აზერბაიჯანი - 111
  • ჩინეთი - 89
  • გერმანია - 86
  • იტალია - 76
  • დიდი ბრიტანეთი - 52
  • სომხეთი - 45
  • აშშ - 35

არარეზიდენტი მიმწოდებლების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

ყველაზე დიდი რაოდენობის ტენდერები 2018 წელს გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ჯამური სავარაუდო ღირებულების კუთხით, ყველაზე დიდი მაჩვენებლებით ტოპ-ათეულში პირველ ადგილზეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯამური სავარაუდო ღირებულებით 387 მილიონი ლარი, ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ თბილისის მერია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2018 წელს ყველაზე მეტი ეკონომია ვაჭრობის შედეგად მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (50 მილიონ ლარზე მეტი). ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ თბილისის მერია და შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

ტოპ-10 შემსყიდველი ორგანიზაცია ჯამური ეკონომიის მიხედვით შემდეგია:

ჩვენ გირჩევთ

889 ლარი ვიზიტზე - ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა

ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები

889 ლარი ვიზიტზე - ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა

889 ლარი ვიზიტზე - ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა

წინა სტატია

Largest Cement Producers
16 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

1700 foreign suppliers - participating in State procurement tenders in Georgia
17 მაისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker