ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 5.7 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის აპრილთან შედარებით 5.7%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.5%-ით  გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 0.38% პუნქტით აისახა. ფასები 0.2%-ით შემცირდა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.7%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.8%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.9%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 0.9%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

მთავრობის ზარალიანი ბიზნესი

აუდიტორული ფირმები იურიდიულ ბაზარზე

მთავრობის ზარალიანი ბიზნესი

მთავრობის ზარალიანი ბიზნესი

წინა სტატია

აპრილში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 148 პროცენტით გაიზარდა
20 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

ProductTank-ის მეხუთე სერია
18 მაისი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker