ProductTank-ის მეხუთე სერია

თბილისის სტარტაპ ბიუროსა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა, 2019 წლის 21 მაისს, სამშაბათს, 20:30 საათზე, SOLO Lounge-ში გაიმართება (ჭავჭავაძის გამზირი 29).

ყოველთვიური ივენთ სერიის ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებენ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს.

სპიკერები:

➤ ცირა ლოლაძე, ელექტრონული საბანკო პროდუქტების მენეჯერი, საქართველოს ბანკი.

➤ ბაჩო ბარნაბიშვილი, UX/UI დიზაინერი, საქართველოს ბანკი.

ProductTank-ის მეხუთე სერიაში, სპიკერები ისაუბრებენ საქართველოს ბანკის ახალი ბიზნეს ინტერნეტ ბანკის პროდუქტის შექმნის პროცესზე Product Owner-ის და UX/UI დიზაინერის პერსპექტივიდან.

თბილისის სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებლის  და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორის, გური ქოიავას თქმით: "პროდუქტ-ქომუნითი იზრდება და აწი, ჩვენი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება!"

ღონისძიების სამუშაო ენაა - ქართული.

შეხვედრის შემდეგ გაგრძელდება ნეთვორქინგი.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის თავისუფალია, თუმცა, ამისათვის აუცილებელია  წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

ღონისძების მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge, ინდიგო • Indigo, Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, 4U.ge და TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews.

ჩვენ გირჩევთ

ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები

საქსტატი: უმუშევრობის დონე 12.7 პროცენტია

ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები

ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები

წინა სტატია

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 5.7 პროცენტით გაძვირდა
20 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

ახალი ტურისტული აპლიკაცია საქართველოს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ
20 მაისი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker