ახალი ტურისტული აპლიკაცია საქართველოს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ

ახალი ტურისტული აპლიკაცია საქართველოს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ

ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს ადგილობრივებთან აკავშირებს – ამის შესახებ თბილისის სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებლი გური ქოიავა იუწყება.

“ახალი ქართული მობილური აპლიკაცია – Expago არის პლატფორმა, რომელიც მოგზაურებს აძლევს საშუალებას, ადგილობრივი ექსპერტებისგან უნიკალური, ავთენტური გამოცდილება მიიღონ”.

აპლიკაცია მოგზაურებს სთავაზობს სრულიად ახალ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ საქართველო და მსოფლიო ადგილობრივების თვალით. პერსონალურ კავშირებსა და ორიგინალურ გამოცდილებას არაფერი შეედრება. Expago იმუშავებს სწორედ ისეთ ადგილებსა და ტურებზე რომელსაც მოგზაური, ადგილობრივი ცოდნისგარეშე, ვერსად მიაგნებს.

პლატფორმაზე უკვე ასზე მეტი ადგილობრივი ექსპერტია რეგისტრირებული. ისინი მზად არიან, მოგზაურებს მოემსახურონ როგორც დღისით, ისე ღამით.

დღის სათავგადასავლო, კულტურული და სპორტული შეთავაზებების გარდა, პლათფორმა საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს, აღმოაჩინოს თბილისის ღამისცხოვრება Expago ყველაზე მოსახერხებელი მობილური აპლიკაციაა. Expago-ს დახმარებით, შეგიძლიათ შესანიშნავი ხმის სისტემითა და ვიზუალით გაფორმებულღამის კლუბებში იცეკვოთ მანამ, სანამ ფეხზე დგომას შეძლებთ, ან ხალხმრავალ პაბებში მიირთვათ კრაფტ ლუდი და მოუსმინოთ ადგილობრივ ბენდებს. Expago-სექსპერტები დაგეხმარებიან, აღმოაჩინოთ ლამპიონებით განათებული ვიწრო ქუჩები ან ასტრონომებთან ერთად დააკვირდეთ ციურ სხეულებს და ისწავლოთ, როგორ გადაუღოთ ღამის ცას განსაცვიფრებელი ფოტოები.

“Expago-ს გამოყენება საკმაოდ მარტივია, როგორც მოგზაურებისთვის, ისე ადგილობრივი გიდებისთვის. ის ემსახურება ორ მთავარ მიზანს: ტურიზმის სფეროში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის (რომლებიც თავიანთ მეგობრებს, ახლობლებს სტუმრობენ ან მარტო მოგზაურობენ) უნიკალური გამოცდილების შეთავაზებას”, – ამბობს გური ქოიავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *