312 ლარის სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე - რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.

2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7 პროცენტი), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4 პროცენტი). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 პროცენტი) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).

რაც შეეხება ხარჯებს, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება.

2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

slide38

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

პროფესიები, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე ხანგრძლივად მუშაობენ

საქართველოს ბანკის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

წინა სტატია

Alışveriş, ulaşım, yemek - yurt dışında, Gürcü ziyaretçileri tarafından en çok masraf neler için yapılıyor
24 May, 2019

შემდეგი სტატია

Consumer expenditure of 312 GEL per person - what the population spends the most money
24 May, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker