თბილისში Lean 6 Sigma ტრენერი, რენო დომენიკო ჩამოდის

თბილისში Lean 6 Sigma ტრენერი, რენო დომენიკო ჩამოდის

თბილისში, სტერლინგ ბიზნეს სკოლის პრეზიდენტი და საერთაშორისო ტრენერი, რენო დომენიკო ჩამოდის. ჰედვაისისა და ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფის მოწვევით რენო დომენიკო 5 დღიან ტრენინგს ჩაატარებს Lean 6 Sigma მენეჯმენტში, რისი გავლის შემდეგაც მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს. 

იაპონური “ლინ მენეჯმენტის” იდეოლოგია, რომელიც დაიხვეწა და თანამედროვე მმართველობის და წარმოების სტანდარტების მიხედვით Lean 6 Sigma მეთოდად ჩამოყალიბდა თანაბრად პოპულარულია როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ კომპანიებში. ამ მეთოდის გამოყენებით, კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს და მათ 25%-ით ამცირებს ისე, რომ არათუ არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კომპანიის რეპუტაციაზე, მომხარებლებსა და გაყიდვებზე, არამედ ხელს უწყობს მომსახურების დაჩქარებას და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას.    

ამ მეთოდებს იყენებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა მაგალითად: Bank of America, Toyota, Amazon, Dell და სხვა. ჩვენს ქვეყანაში Lean 6 Sigma უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ყოველ წელს იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ნერგავენ მენეჯმენტის ამ მეთოდოლოგიას. 

რენო დომენიკო Lean 6 Sigma შავი ქამრის მფლობელია, რომელიც უმაღლესი რანგია მენეჯმენტის ამ მეთოდში. ის, როგორც საერთშორისო კონსულტანტი, უშუალოდ ჩართულია კომპანიებში Lean 6 Sigma მეთოდის დანერგვის პროცესში, აძლევს მათ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ რჩევებს.

რენო დომენიკო თბილისში Lean 6 Sigma მწვანე ქამრის ტრენინგს ჩაატარებს, რომელიც 12-16 ივნისს სასტუმრო ბილტმორში გაიმათება. 5 დღის განმავლობაში, ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ ქეისებზე შეისწავლიან Lean 6 Sigma მეთოდს. ტრენინგის ბოლოს ისინი მიიღებენ

 “Rowan University”-, “Sterling Business School”-ისა დაჰედვაისი”-ს ერთობლივ, საერთაშორისო სერტიფიკატს და შეეძლებათ თავიანთ კომპანიებში, დამოუკიდებლად დანერგონ Lean 6 Sigma მეთოდი. 

ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ტრენინგ და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი ჰედვაისი უკვე ოთხი წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს მრავალფეროვან ტრენინგებს, განვითარებასა და ადამიანური რესურსების შეფასება/ოპტიმიზაციას სთავაზობს. ლაბარტყავას საკონსულტაციო ჯგუფი კი ბაზრის ახალი მოთამაშეა რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო მომხმარებლის ნდობის მოპოვება ინოვაციური მიდგომებისა და პროფესინალი გუნდის დახმარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *