საქსტატი: 2018 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს 22%. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. სოფელში სიღარიბეში 23.1% ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 18%.
სიღარიბის დონის გასარკვევად ასევე იყენებენ ფარდობით მაჩვენებლებს. ფარდობითი მაჩვენებლებით ირკვევა, ქვეყანაში საშუალო შემოსავლის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს 40 ან 60 პროცენტით ნაკლები შემოსავალი. 2018 წელს, საშუალო შემოსავლის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 20.5%, ხოლო 40%-ზე ნაკლებს 7.6%. 2017 წელს ეს მაჩვენებლები 22.3% და 8.5% იყო.
ცხრილი: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, (%)
წელი |
ქალაქი |
სოფელი |
სქესი |
საქართველო |
|
ქალი |
მამაკაცი |
||||
2010 |
32.7 |
43.3 |
36.8 |
37.9 |
37.3 |
2011 |
31.3 |
37.7 |
34.0 |
34.3 |
34.1 |
2012 |
26.3 |
35.0 |
30.0 |
30.1 |
30.0 |
2013 |
20.8 |
33.4 |
25.8 |
26.7 |
26.2 |
2014 |
19.0 |
29.4 |
23.3 |
23.7 |
23.5 |
2015 |
18.0 |
26.4 |
21.3 |
22.0 |
21.6 |
2016 |
18.0 |
27.4 |
21.2 |
22.9 |
22.0 |
2017 |
18.6 |
26.6 |
21.6 |
22.4 |
21.9 |
2018 |
18.0 |
23.1 |
20.2 |
20.0 |
20.1 |
წყარო: საქსტატი