წლიური ინფლაცია 4.7 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.7%-ით გაძვირდა.

აპრილში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.1%, ხილი და ყურძენი - 7.1%, ხორცი - 1.8%, ტრანსპორტი - 1.9%, სასტუმროები და რესტორნები - 1.1%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (21.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.9%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები, %

ჩვენ გირჩევთ

TAV-ის კამარა ქართულ ავიაციაში

მობილური ტელეფონების ყველაზე პოპულარული ბრენდები საქართველოში

TAV-ის კამარა ქართულ ავიაციაში

TAV-ის კამარა ქართულ ავიაციაში

წინა სტატია

საქართველო წელს ბიზნეს სექტორისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს
31 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2019 წლის ივნისის ნომერი - Forbes Property
03 ივნისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker