საქართველო თურქეთისთვის ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნებას იწყებს

საქართველო თურქეთისთვის ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნებას იწყებს

საქართველო თურქეთისთვის 1 000 000 000 კვტ. სთ ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნებას იწყებს. დავალიანების დაბრუნება 2019 წლიდან დაიწყება და ის მომდევნო 17 წელზე გადანაწილდება – წელიწადში 50 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოცულობით.

დავალიანება 1990 – 2011 წლების პერიოდს მოიცავს. ქართული ESCO ვალის დაფარვის მიზნით, თურქულ TETAS-ს მიაწოდებს 1 000 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას, როგორც ფასდაკლებულ ვალს.

TETAS წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც აწარმოებს ვაჭრობას ქართულ უწყებებთან (მათ შორის, ESCO-თან), ელექტროენერგიის შესახებ მოკლე და/ან გრძელვადიანი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების გზით.

მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის “ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” გაფორმებული შეთანხმებისა და “სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა” და “TURKISH ELECTRICITY TRADING AND CONTRACTING CO.”-ს შორის გასაფორმებელი ოქმის საფუძველზე, ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნება 2019 წლიდან დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *