Forbes Georgia არჩევს ავტორებს ბიზნეს თემატიკისთვის

Forbes Georgia არჩევს ავტორებს ბიზნეს თემატიკისთვის

Forbes–ის გლობალური გამოცემა დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბიზნეს ჟურნალია და გაყიდვებით წამყვან პოლიტიკურ–ეკონომიკურ ჟურნალებს შორისაც ლიდერობს.

Forbes Georgia-ს მიზანია Forbes-ის ტრადიციებისა და სტანდარტების ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად სრულფასოვნად შემოტანა, რაც, პირველ რიგში, ბიზნესთემატიკის მთელი სპექტრის ხარისხიანად და საინტერესოდ გაშუქებას გულისხმობს.

Forbes–ის ავტორებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ბიზნესზე დასაბუთებულად, ფაქტობრივი ინფორმაციის გამოყენებით და, ამავდროულად, მსუბუქი, არაშაბლონური ენით წერა. Forbes Georgia-ს რედაქციის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ასეთი უნარის მქონე ავტორების გამოვლენა და საქართველოში ბიზნეს ჟურნალისტიკის ტრადიციის განვითარებაა.

ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტულია ავტორებთან შემდეგი მიმართულებებით თანამშრომლობა:

  • ფულის მართვის რუბრიკა (რჩევები ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ენტრეპრენიორებისთვისა და რიგითი ადამიანებისთვის, თუ როგორ და რაში დააბანდონ ფული)
  • სექტორული ეკონომიკური ანალიზი (მაგალითად, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა ამა თუ იმ სექტორში და რატომ
  • ბიზნეს–პროფაილები (კომპანიის, მენეჯერის ან ენტრეპრენიორის წარმატების ან დაღმავლობის ისტორია)

თუ გსურთ Forbes Georgia-მ თქვენი კანდიდატურა განიხილოს, გთხოვთ ჩვენს Facebook გვერდს (www.facebook.com/forbesgeo) პირადი შეტყობინების (message) მეშვეობით გამოუგზავნოთ შემდეგი:

  1. თქვენი სტატია ერთ–ერთ თემაზე, ზემოთ ჩამოთვლილიდან, ქართულად ან ინგლისურად (ბმული ან ტექსტური ფაილი) ან/და 
  2. ფაილი, სადაც აღწერთ, როგორ დაწერდით სტატიას ამ თემატიკაზე (მოცემული უნდა იყოს კონკრეტული სტატიის იდეა, სათაური, ძირითადი ხაზი და შინაარსი, პუნქტობრივად) და, დამატებით, ნებისმიერ სხვა თემაზე თქვენი ტექსტ(ებ)ის ბმული/ბმულები;

პოტენციურ ავტორებს ასევე მოეთხოვებათ ინგლისურენოვან წყაროებთან (მათ შორის, Forbes–ის გლობალური გამოცემის ტექსტებთან) მუშაობის უნარი.

განაცხადები მიიღება ერთი თვის მანძილზე, 15 მაისის ჩათვლით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *