Mercedes-Benz Business Week Georgia-ს სპიკერები ცნობილია

მსოფლიოში პირველად, მერსედეს-ბენცის კვირეული საქართველოში ჩატარდება. ღონისძიებამ დაანონსებისთანავე როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია. როგორც უკვე იცით, ღონისძიება მერსედეს-ბენც დაიმლერის ოფიციალური მხარდაჭერით „ბენე ექსკლუზივი“-სა და საქართველოში მერსედეს-ბენცის ცენტრის მიერ თბილისში ხორციელდება.

მომხიბლავია საერთაშორისო და ქართველი სპიკერების ჩამონათვალი. ბიზნეს კვირეულზე გერმანიიდან მოწვეული სტუმრების გარდა, “ბრენდინგის მამად“ წოდებული ცნობილი უკრაინელი მარკეტინგის ექსპერტი, ატრეპრენუარი და სპიკერი, ანდრეი ფედორევი გაგვიზიარებს თავის საერთაშორისო გამოცდილებას.

ანდრეი ფედორევი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ბრენდინგ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია. მისი ისტორია გაზეთებისა და ფილიპ კოტლერის წიგნების გაყიდვით იწყება. 1996 წლიდან მოყოლებული, ანდრეიმ არაერთი ბრენდი შექმნა და გახდა „The Trace of Advertising”-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. 10 წლის განმავლობაში მარკეტინგსა და ინოვაციებს ასწავლიდა და შექმნა კიდეც 3 მარკეტინგული კურსი. ბიზნეს კვირეულის ფარგლებში მისი გამოსვლა იქნება თემაზე “ბრენდი ცვლის ბიზნესს“. ის ისაუბრებს თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბრენდინგს ბიზნესის წარმატებისთვის და როგორ შეუძლია მომხარებლის გამოცდილებამ შეცვალოს კომპანიის მომავალი.

ბიზნეს კვირეულზე საერთაშორისო სპიკერების გვერდით ძალიან საინტერესო თემებით ქართველი გამომსვლებები წარდგებიან. მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და ქართული ტურიზმის ტრენდებსა და ბიზნეს ტურიზმის იმ უახლეს მიმართულებებზე ისაუბრებს, რისი წყალობითაც საქართველომ მსოფლიო ტურიზმის რუქაზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. დათო ტურაშვილი კი სპეციალურად ბიზნეს კვირეულისთვის მომზადებული თემით, „ლიტერატურა და ბიზნესი“-თ წარდგება მსმენელის წინაშე.

შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz Business Week Georgia ბიზნეს სექტორის ცხელი თემებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ეპიცენტრად 7, 8 და 9 ივნისს იქცევა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ “ბენე ექსკლუზივი“-ს ვებ გვერდზე, www.bene-exclusive.com და tkt.ge-ზე.

ჩვენ გირჩევთ

“საქართველოს კაპიტალმა” და “ბრიტანულ-ქართულმა” აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

თბილისში Hampton by Hilton-ის სასტუმრო გაიხსნება

“საქართველოს კაპიტალმა” და “ბრიტანულ-ქართულმა” აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

“საქართველოს კაპიტალმა” და “ბრიტანულ-ქართულმა” აკადემიამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

წინა სტატია

ხაჭაპური და ჩურჩხელა საუკეთესო "ქუჩის საკვებს" შორის სახელდება
04 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Губернаторы - путешественники
04 ივნისი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker