მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი და ბილაინი – მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

2018 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით (32.7 მლნ ლარით) მეტია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, “მაგთიკომის” საბაზრო წილი 46.9%, “სილქნეტი|ჯეოსელის” - 36.7%, ხოლო “ვიონი საქართველოს” წილმა 16.4% შეადგინა.

2018 წელს მობილური შემოსავლების 74% (356 მლნ) ფიზიკური პირების სეგმენტმა, ხოლო 26% (125 მლნ) იურიდიული პირების სეგმენტმა დააგენერირა.

მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: “მაგთიკომის” საბაზრო წილი გაიზარდა და 40.3% შეადგინა, “სილქნეტი|ჯეოსელი” - 35.8%, “ვიონი საქართველო” - 23.9%.

მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში, ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ARPU – Average Revenue per User (დღგ-ს და აქციზის გარეშე) საშუალოდ 8.2 ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 80 თეთრით გაიზარდა.

ოპერატორების ჭრილში 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “მაგთიკომს” აქვს, შემდეგ “სილქნეტი|ჯეოსელს”, ხოლო ყველაზე მცირე თანხას მობილურ კავშირზე “ვიონი საქართველოს” აბონენტები ხარჯავენ.

რაც შეეხება თვეში აბონენტების მიერ საშუალოდ ნასაუბრევ დროს, (მხოლოდ გამავალი წუთების რაოდენობა) 2018 წელს ჯამურმა გამავალმა ხმოვანმა ტრაფიკმა 9.9 მლრდ წუთი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა.

აბონენტების მიერ თვეში საშუალოდ ნასაუბრევ დროს (გამავალი ზარების მეშვეობით) MOU ეწოდება. მობილური ოპერატორების ჭრილში, MOU-ს მონაცემები თითქმის იდენტურია. როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტს ვიონი საქართველოს აბონენტები საუბრობენ, მას მცირედით ჩამოუვარდება მაგთიკომი და სილქნეტი.

რაც შეეხება კომპანიების წილებს მობილური ინტერნეტის აბონენტების მიხედვით, ის შემდეგნაირად ნაწილდება: 2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი “სილქნეტი|ჯეოსელს” 1.136 მლნ ჰყავდა, მას მოსდევს “მაგთიკომი” 976 ათასი მომხმარებლით და “ვიონი საქართველო” - 836 ათასით.

თუმცა აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია: პირველ ადგილზე არის “ვიონი საქართველო”, მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 66% მოიხმარს. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს “სილქნეტი” 59%-ით და “მაგთიკომი” - 45%-ით.

4G ტექნოლოგიით მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი “ვიონი საქართველოს” აქვს - 3გბ. მეორე პოზიციას იკავებს “მაგთიკომი” – 2.9 გბ, ხოლო “სილქნეტი|ჯეოსელი” - 1.2 გბ.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები

ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019

ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019

წინა სტატია

ჩემპიონთა ლიგა: პურიც და სანახაობაც
07 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Retail Revenue of Mobile Operators Increasing
07 ივნისი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker