გრანთ თორნთონი ბათუმში რეგიონულ კონფერენციას მართავს

გრანთ თორნთონი ბათუმში რეგიონულ კონფერენციას მართავს

გრანთ თორნთონის ფირმები პარტნიორთა ყოველწლიური რეგიონალური კონფერენციისთვის საქართველოში იკრიბებიან.

2019 წლის 13-14 ივნისს, გრანთ თორნთონი წევრი ფირმების ყოველწლიურ რეგიონალურ კონფერენციას ბათუმში ატარებს. კონფერენცია წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონულ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც ორმოცი პარტნიორი დაესწრება დსთ-ს, ევროპისა და შუა აზიის თხუთმეტი ქვეყნიდან. წევრ ფირმებთან ერთად რეგიონულ კონფერენციას ასევე დაესწრება პიტერ ბოდინი, გრანთ თორნთონის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი და Grant Thornton International-ის სხვა ლიდერები.

“ზრდა”, “თანამშრომლობა” და “ხარისხი” წარმოადგენს გრანთ თორნთონის გლობალური სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულბას და კონფერენციის ფარგლებში დელეგატები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ სესიებში, სადაც განიხილავენ ზემოთხსენებულ საკითხებს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორისაა ბატონი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც  აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებს და წარადგენს რეგიონის შესაძლებლობებს. კონფერენციის სტუმარია ასევე, ბატონი ანდრო გოცირიძე, კიბერ-უსაფრთხოების კონსულტანტი, რომელიც გაგვიზიარებს კიბერ-ტრენდებსა და ინფორმაციას საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემის შესახებ.    

კონფერენციასთან დაკავშირებით გრანთ თორნთონის დსთ-ს რეგიონულმა ხელმძღვანელმა, გურგენ ჰაკობიანმა განაცხადა: “ჩვენ ძალიან მოხარულნი გახლავართ, რომ ვმასპინძლობთ რეგიონულ კონფერენციას ბათუმში. ეს ჩვენი რიგით  მეორე კონფერენციაა საქართველოში (2016 წლის კონფერენცია ჩატარდა თბილისში) და, როგორც ყოველთვის, ამ ქვეყნის სითბოს, ატმოსფეროს და დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობის შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. კონფერენციის ადგილმდებარეობისთვის წელს ბათუმი შევარჩიეთ იმისთვის, რომ დელეგატებს ვაჩვენოთ რეგიონში მნიშვნელოვანი ზრდა და უდიდესი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ფირმას საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი წარმატებული წელი ჰქონდა, და განაგრძობს აქტიურ ინვესტირებას ახალი მომსახურებებისა და პრობლემების გადაჭრის გზების განვითარებაში, კლიენტებისათვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, რათა დავეხმაროთ ჩვენს დინამიურ კლიენტებს მათი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში”.

ვახტანგ ცაბაძემ, გრანთ თორნთონ საქარველოს მმართველმა პარტნიორმა განაცხადა: “მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ  საქართველოში გრანთ თორნთონის რეგიონულ კონფერენციას და ასევე პიტერ ბოდინს, ჩვენ გლობალურ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც პირველად არის სტუმრად საქართველოში. ჩვენ ვიკრიბებით რომ განვსაზღვროთ სტრატეგიული პრიორიტეტები და განვითარების ახალი გზები, გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება ერთმანეთს და დავნერგოთ  ჩვენ ფირმებში უახლოეს მომავალში”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *