ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7.2%-ით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7.2%-ით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში.

აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით 1.02%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 7.2%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (9.3%-ით). მათ შორის: საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 16.5%-ით, მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 7.7%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 32.5%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 12.4%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *