მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემას 90 მილიონი ევროთი დააფინანსებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემას 90 მილიონი ევროთი დააფინანსებს. თანხა "ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის" ფარგლებში გამოიყოფა.

“პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება; სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

“აღნიშნული რეფორმა ერთის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათლების სისტემის ხარისხს საქართველოში, მეორეს მხრივ კი მოამზადებს ქვეყნის სამუშაო ძალას 21–ე საუკუნის გამოწვევებისთვის“, – განმარტავენ მსოფლიო ბანკში.

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.

ჩვენ გირჩევთ

მიწების გაყიდვით ბიუჯეტმა 4 თვეში, 20.9 მლნ ლარი მიიღო

ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა

მიწების გაყიდვით ბიუჯეტმა 4 თვეში, 20.9 მლნ ლარი მიიღო

მიწების გაყიდვით ბიუჯეტმა 4 თვეში, 20.9 მლნ ლარი მიიღო

წინა სტატია

ISET: Trade Deficit Shrinks, as Exports, Tourism and Remittances Show Strong Growth in April
13 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წლის პირველი კვარტალი 51 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
13 ივნისი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker