ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

2018 წელს მსოფლიოში თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 2.6%-ით გაიზარდა და 1.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. სტოქჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, გლობალურად თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 1988 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, გაიზარდა აშშ-ს მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯებიც და მან ქვეყნის მშპ-ს 3%-ზე მეტი შეადგინა.

დაახლოებით 240 მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე ჩინეთმა. ეს მაჩვენებელი კი ქვეყნის მიერ 1994 წელს დახარჯულ თანხას დაახლოებით ათჯერ აღემატება.

საუდის არაბეთმა, გასულ წელს, თავდაცვაზე 68 მილიარდი დოლარი დახარჯა, ინდოეთმა 67 მილიარდი დოლარი, ხოლო საფრანგეთმა კი 64 მილიარდი დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთმა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 4%-ით შეამცირა ის ქვეყნის მშპ-ს 8.8%-ს შეადგენს.

თავდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი ქვეყნის მშპ-სთან.

საუდის არაბეთი - 8.8%

ისრაელი - 4.3%

რუსეთი - 3.9%

აშშ - 3.2%

თურქეთი - 2.5%

ინდოეთი - 2.4%

საფრანგეთი - 2.3%

ავსტრალია - 1.9%

ჩინეთი - 1.9%

გაერთიანებული სამეფო - 1.8%

კანადა - 1.3%

გერმანია - 1.2%

ჩვენ გირჩევთ

თბილისი ციფრებში - რა წერია დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის კვლევაში

ერთ წელში საარსებო მინიმუმი 11 ლარით, 168 ლარამდე გაიზარდა

თბილისი ციფრებში - რა წერია დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის კვლევაში

თბილისი ციფრებში - რა წერია დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის კვლევაში

წინა სტატია

Deloitte: ტურიზმის სექტორის 3 გამოწვევა თბილისში
17 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Tiflis rakamlarda - Başkentinin yatırım potansiyeli ile ilgili raporda ne yazıyor
17 ივნისი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker