საფინანსო საქმიანობაში საშუალო ხელფასი 18%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1093 ლარი შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 3.2%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1894 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საქმიანობაში ყველაზე მაღალი ხელფასია, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სექტორში ხელფასი 18%-ით არის შემცირებული.
საფინანსო სექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაშია - 1799 ლარი. შემდეგ მოდის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი - 1752 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 609 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 656 ლარით.
2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში გაიზარდა - 22.5%-ით. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა 10.2%-ით. 8%-ით არის გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო მმართველობის სექტორში.
ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2019 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)
|
2019_I |
2018_I |
ზრდა |
სულ |
1093 |
1059 |
3.2% |
საფინანსო საქმიანობა |
1894 |
2305 |
-18% |
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები |
1799 |
1743 |
3.2% |
ინფორმაცია და კომუნიკაცია |
1752 |
1686 |
3.9% |
მშენებლობა |
1555 |
1552 |
0.2% |
ტრანსპორტირება და დასაწყობება |
1437 |
1373 |
4.7% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
1373 |
1254 |
9.5% |
ელექტროენერგიის, აირის და ჰაერის მიწოდება |
1358 |
1401 |
-3.0% |
სახელმწიფო მმართველობა |
1347 |
1247 |
8.0% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები |
1116 |
1036 |
7.7% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება |
1091 |
891 |
22.5% |
ჯანდაცვა |
1036 |
968 |
7.0% |
დამამუშავებელი მრეწველობა |
981 |
890 |
10.2% |
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი |
971 |
966 |
0.6% |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება |
957 |
898 |
6.6% |
სასტუმროები და რესტორნები |
890 |
854 |
4.3% |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა |
744 |
741 |
0.5% |
სხვა სახის მომსახურება |
732 |
803 |
-8.8% |
სოფლის მეურნეობა |
656 |
683 |
-4.0% |
განათლება |
609 |
567 |
7.3% |
წყარო: საქსტატი