საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ბლოკჩეინ-კომპანია “Input Output HK Ltd”-სა (IOHK) და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

“ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან “კარდან ჯგუფთან” ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას. პროექტი იქნება უნიკალური იმ კუთხით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება დანერგვაზე” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. 

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მთელ რიგ პროექტებზე ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სერვისები სფეროში. მძლავრი საუნივერსიტეტო სექტორისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ყველა წინაპირობას ქმნის იქცეს ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრად. გვიხარია, რომ ამ პროცესის, “მოგზაურობის” ნაწილი ჩვენც ვართ. დარმუწნებული ვარ ერთად განვავითარებთ საქართველოში ბლოკჩეინის ეკო-სისტემას, რაც დაეხმარება ხალხს მათ წინაშე არსებული გამოწვევებვის დაძლევაში.” – განაცხადა IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *