1.6 მლნ ლარი მოქალაქეების სასარგებლოდ - საჯარო უწყებების წაგებული სასამართლო დავები

2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებებს სასამართლოს გზით მოქალაქეებისთვის 1 631 603 ლარის გადახდა დაეკისრათ. IDFI-ის მიერ შესწავლილი 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში ჯამში 1,543 გადაწყვეტილება შევიდა.

ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2013-2017 წლებში ყველაზე მეტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შევიდა, ჯამში - 831, რაც განპირობებულია დავების სპეციფიკით (დავებიდან 401 ეხებოდა ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას, 178 - დევნილის სტატუსის აღდგენას და სხვა).

პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა - ჯამში 188 780 ლარი.

მეორე ადგილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაცია იკავებს, რომელსაც ჯამში 173 727 ლარი დაეკისრა.

სამინისტროების შემთხვევაში 2013-2017 წლებში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 135 974 ლარი.

მეოთხე ადგილას - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (105 609 ლარი), მეხუთე ადგილას კი - ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (97 893 ლარი).

რაც შეეხება შემდეგ ხუთეულს, ამ მხრივ სხვა საჯარო დაწესებულებებთან შედარებით ჯამურად პასუხისმგებლობის დიდი რაოდენობა დაეკისრათ: თავდაცვის სამინისტროს (88 277 ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (79 535 ლარი), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (70 960 ლარი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (65 976 ლარი), საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (55 000 ლარი).

რაც შეეხება საშუალო მაჩვენებელს, კერძოდ, სტატისტიკურ მონაცემებს, საშუალოდ რა რაოდენობის თანხა დაეკისრა საჯარო დაწესებულებას 1 საქმეზე, ამ მხრივ პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური -ერთ1 საქმეზე საშუალოდ დაკისრებული პასუხისმგებლობა: 57 909 ლარი.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 55 000 ლარი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - 32 988 ლარი.

სურსათის ეროვნული სააგენტო - 30 246 ლარი.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი - 24 473 ლარი.

ჩვენ გირჩევთ

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ

წინა სტატია

ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კომპანიები 735 000 ლარით დაჯარიმდნენ
18 June, 2019

შემდეგი სტატია

Ministry of Education signs deal with Cardano Atala
17 June, 2019
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker