საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის საზღვართან მივიდა

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვართან მივიდა.

აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, საბერძნეთის საზღვართან მივიდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის  სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვართან მივიდა.

„გაზი, რომელიც შაჰ დენიზის საბადოდან 2018 წლის 23 იანვარს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მივიდა,  უკვე ევროპის საზღვარზეა“, – აღნიშნულია SOCAR-ის განცხადებაში.

კომპანიის ცნობითვე, პირველი ივლისიდან გაზსადენი სრულად მზად იქნება კომერციული გაზის ევროპისთვის მისაწოდებლადაც.

"სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტით,  საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება განხორციელდება.  გაზსადენი უკავშირდება  ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

  ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელებაა თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

"სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების“ პროექტის ღირებულება, დაახლოებით 4.9 მილიარდი დოლარია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა $2 მილიარდს უტოლდება.

slide36

ჩვენ გირჩევთ

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

წინა სტატია

Gas from Azerbaijan’s Shah Deniz field reaches Greek border
18 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

За непредставление финансовой информации компании были оштрафованы на 735 000 Лари
18 ივნისი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker