ვინ არიან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მფლობელები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები კი მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი არიან. კონსორციუმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში 2016 წლის დასაწყისში გაიმარჯვა.

შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელშიც შედიან: საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, საბჭოს წევრი ნიდერლანდების მოქალაქე ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.

კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანია. ამასთან, კონსორციუმს კიდევ 4 დირექტორი ჰყავს: ზურაბ ფიჩხაია, ვანდა კაკიაშვილი, რონი სოლბერგი (ნორვეგია) და ანზორ მანწკავა.

კონსორციუმის 99.9%–ს სააქციო საზოგადოება „ანაკლიის ჰოლდინგი“ ფლობს, 0.1%–ის მფლობელი კი სახელმწიფოა. ანაკლია ჰოლდინგის მმართველი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო წევრები დიმიტრი აბდუშელიშვილი და ბობ მეიერი არიან. ჰოლდინგის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანია.

ანაკლიისგანვითარებისკონსორციუმში შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი).

თიბისიჰოლდინგი რეგიონული საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა, რომლის ჯგუფის წარმომადგენელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკი TBC-ია.

კონტიინტერნეიშენალი (აშშ),1906 წელს დაარსდა და ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას ზედამხედველობს და პროგრამის მენეჯერია. ამასთან, “კონტი ინტერნეიშენალი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნოირი და პროექტების დეველოპერია.

SSA Marine  ერთ-ერთი უმსხვილესი სანავსადგურე ტერმინალის ოპერატორია მსოფლიოში, რომლის სათაო ოფისი სიეტლში (აშშ) მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ ლოკაციაზე მუშაობს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

Wondernet Express საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმინობა ექსპორტ-იმპორტის ტრანსპორტირება, ტვირთის რკინიგზის საშუალებით გადაზიდვა და სხვა ტიპის სატრანზიტო გადაზიდვებია დსთ-ს ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში, კონკრეტულად კი საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ესტონეთში.

G-Star Ltd, რომლის სათაო ოფისიც ბულგარეთში მდებარეობს, არაერთ შვილობილ კომპანიას ფლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. G-Star Ltd-ი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებს, რომელთა შორისაა საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ოპერაციები და ინვესტიციები უძრავი ქონების სფეროში.

რაც შეეხება კონსორციუმის მენეჯმენტს, რონისოლბერგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მშენებლობის მართვის აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მას სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიასა და სამშენებლო პროექტში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო აღმასრულებელი დირექტორი კომპანია „DaimlerChrysler Rail Systems-ში“ (ნორვეგია) და იკავებდა იგივე თანამდებობას „Eltel Networks-ში“ (ნორვეგია). ის ასევე იყო Clemens Kraft-ის აღმასრულებელი დირექტორი, სადაც ხელმძღვანელობდა ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განვითარებას. 2015 წლიდან სოლბერგი Adjaritsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ლევანახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორად 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ახვლედიანი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობას „თიბისი ჰოლდინგში“ .

ზურაბფიჩხაია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2015 წლის ნოემბერში შეუერთდა, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით. იქამდე იგი თიბისი ბანკში რისკების მართვის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დიმიტრიაბდუშელიშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთ მსხვილ პროექტში არის ჩართული და წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში: ბიგ სერვისი (25%), შპს გუდაური 2010 (50%), შპს ბილდინგ ბეთერ სითის (16.66%), შპს ლეგიონ სექიურითი (51%), შპს სილქ როუდ სპორტი (25%), შპს ჯი ეს ეი ინვესტ (100%).   ის სააქციო საზოგადოება “ანაკლია ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2017 წლის 10 თებერვლიდან ფიქსირდება. “ანაკლია ჰოლდინგის” წესდების მიხედვით, დიმიტრი აბდუშელიშვილი საბჭოში წარმოადგენს კომპანია Wondernet Express, რომელმაც საქართველოში შვილობილი 2017 წელს დააფუძნა. აბდუშელიშვილი ჩართულია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაში და თბილისში, სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობაში. აბდუშელიშვილი საქართველოში Lafarge-ის ბრენდის ცემენტის მწარმოებელი კომპანია “საქართველოს ცემენტის კომპანიის” ჯგუფის ერთ-ერთი პარტნიორია.

 ბობმეიერი წლებია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორია. მის სახელს დღეს შემდეგი კომპანიები უკავშირდება: შპს ახალი სამშენებლო კომპანია (26.9%), შპს კლაბ ჰაუზი (100%), სს ლისი ლეიქ დეველოპმენტ (33.3%).

 რაც შეეხება თავად კურტ კონტს – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები 2019 წლის იანვრის ბოლოს განხორციელდა. სწორედ ამ პერიოდში დატოვა საბჭო კურტ კონტმა. თუმცა, კომპანიის აქციონერებად რჩებიან კონტი ჯგუფი და თიბისი ჰოლდინგი თანაბარი, 42 %–იანი წილებით. “კონტი ჯგუფის” მფლობელი კურტ კონტი და მამუკა ხაზარაძე ჯგუფელები იყვნენ. 1995 წლიდან კურტ კონტი „კონტი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობს. საბჭოდან მისი გასვლა კი კონსორციუმმა პორტის მშენებლობის ახალ ფაზაში გადასვლით ახსნა.

ჩვენ გირჩევთ

ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში

ვის ეკუთვნის "პეის ჯგუფი", რომელიც ფოთის პორტში 8 ნავმისადგომს და ტერმინალს ფლობს

ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში

ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში

წინა სტატია

Ermenistan %9.2, Gürcistan %5.1 - Bölgede hangi ekonomiler en hızlı büyüyor?
20 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

IMF: The authorities need to reassess the role of and rationale for the Partnership Fund
20 ივნისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker