რამდენად დაგვაზარალებს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება?

"თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია", – ასეთ გათვლას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. მათივე ცნობით,  რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით.

„2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს”, – განმარტავენ TI-ში.

ბოლო წლების განმავლობაში, რუსი ტურისტების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებს შორის.

რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში:

2018 წელი – 1.4 მლნ ვიზიტორი

2017 წელი – 1.1 მლნ  ვიზიტორი

2016 წელი – 0.8 მლნ ვიზიტორი

2015 წელი – 0.7 მლნ ვიზიტორი

2014 წელი – 0.6 მლნ ვიზიტორი

ჩვენ გირჩევთ

მაისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 57 პროცენტით გაიზარდა

განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში - რამდენი ქართველი სწავლობს აშშ-ში

მაისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 57 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 57 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

EBRD поддерживает расширение птицеводческой фермы «Чирина» в Грузии
21 June, 2019

შემდეგი სტატია

„საქართველოს შეუძლია ეკონომიკური სასწაული მოახდინოს“
24 June, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker