Forbes Georgia-სთვის ბიზნესი მხოლოდ სწორი ღირებულებებით კეთდება

Forbes Georgia-სთვის ბიზნესი მხოლოდ სწორი ღირებულებებით კეთდება

Forbes Georgia მზად არის, მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმაროს ყველა ტუროპერატორს და ყველა კომპანიას უსასყიდლოდ დაუთმოს სარეკლამო სივრცე ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის ყველა ციფრულ პლატფორმაზე.

ანტისაოკუპაციო პროტესტს, რომელიც სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვას მოჰყვა, ვლადიმირ პუტინმა ანტირუსული პროვოკაცია უწოდა. ის საქართველოს დაშინებას ცდილობს. პირველ ეტაპზე გავიგეთ, რომ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა ეკრძალებათ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის სექტორზე ზეწოლას, რაც, ცხადია, მოკლე ვადაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფით შედეგებს მოიტანს.

პუტინის რეჟიმს ეშლება, თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც დღემდე მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები არასდროს შეურიგდებიან რუსულ ოკუპაციას, ჩაქრება ეკონომიკური სირთულეების მოლოდინის გამო. 

Forbes Georgia-ს სურს, საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე უფასო სარეკლამო სივრცის შეთავაზებით, საქართველოს ტურიზმის სექტორის მოთამაშეებს გაუფართოოს შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ტურისტს მისწვდნენ და ამით რუსული დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე შეარბილონ. 

Forbes Georgia-სთვის ბიზნესი მხოლოდ სწორი ღირებულებებით კეთდება. 

#არაოკუპაციას 

პატივისცემით,

Forbes Georgia-ს გუნდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *