ქართული ღვინის ექსპორტის 63% რუსეთის ბაზარზე ხორციელდება

ქართული ღვინის ექსპორტის 63% რუსეთის ბაზარზე ხორციელდება

მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია.

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. კერძოდ, წლის 5 თვეში – იანვარ–მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

აქედან, 21 372 581 ბოთლი, ანუ მთლიანი მოცულობის 63.3% რუსეთზე მოდის. წლის დასაწყისიდან რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 5%–ით გაიზარდა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (2137 2581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აქედან რუსეთის ბაზარზე 53 682 627 ბოთლი გავიდა, რაც მთლიანი მოცულობის 62.1% იყო.

შეგახსენებთ, რომ “როსპოტრებნადზორი” ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლს ამკაცრებს. რუსული უწყება წერს, რომ 2014-2018 წლებში სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამო ქართული პროდუქციის რაოდენობა 2,9-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 203 000 ლიტრი შეადგინა.

წლების განმავლობაში ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. კერძოდ, კი 2006 წლის ემბარგომდე. მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია. რუსეთში დღეს მეტი ქართული ღვინო გადის, ვიდრე ერთად აღებული მთავარი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

ღვინის ექსპორტი 2018 წელს ტოპ-5 ქვეყნის მიხედვით:

რუსეთი – 53 682 627 ბოთლი ღვინო

უკრაინა –10 687 835 ბოთლი

ჩინეთი – 6 951 019 ბოთლი

ყაზახეთი – 3 599 143 ბოთლი

პოლონეთი – 3 508 122 ბოთლი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *