რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და რუსეთი

რა პროდუქციით ვაჭრობს საქართველო და რუსეთი

რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია, ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ 568 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, საქართველომ რუსეთში 219 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც იანვარ-მაისის მთლიანი ექსპორტის 15%-ია.

საქსტატმა საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის 5 უმსხვილეს საექსპორტო და საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია, 5 თვეში 62 მლნ დოლარის გავიტანეთ. შემდეგ მოდის ღვინო 51 მლნ დოლარით, მინერალური წყლები 26 მლნ დოლარით, ცენტრიფუგები 16 მლნ დოლარით და სპირტიანი სასმელები 12 მლნ დოლარით. ჯამში უმსხვილეს 5 საექსპორტო პროდუქციას ექსპორტის 76% უჭირავს.

წყარო: საქსტატი

რუსეთიდან საქართველოში უფრო მეტი ღირებულების საქონელი შემოდის, ვიდრე საქართველოდან რუსეთში გადის. 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან იმპორტმა 350 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 10%-ია. რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ბენზინია 79 მლნ დოლარით, შემდეგ მოდის ხორბალი 26 მლნ დოლარით, შემდეგ ქვანახშირის კოქსი 14.5 მლნ დოლარის, ქვანახშირი 12 მლნ დოალრის და ბუნებრივი აირი 11.6 მლნ დოლარის. რუსეთიდან იმპორტის 59% ბევრ სხვადასხვა პროდუქციაზე ნაწილდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *