სასტუმრო “მარკო პოლოს” შეთავაზება კამპანიის “Spend your summer in Georgia” ფარგლებში

თავისუფლების, მთების, ბუნებისა და საქართველოს მოყვარულებისთვის გუდაური საუკეთესო ადგილია. ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად სასტუმრო “მარკო პოლო”-ში გეპატიჟებიან, თან განსაკუთრებული პირობებით. სასტუმრო უერთდება კამპანიას “Spend your summer in Georgia” და ტურისტებს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ყველა კატეგორიის ნომერზე საუზმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.  

სასტუმრო “მარკო პოლოს” საინტერესო შეთავაზება აქვს ოჯახებისთვისაც. “ოჯახური თავგადასავლის” ფარგლებში სუფთა ჰაერზე დასვენების მსურველებს სასტუმროში განსაკუთრებული პირობების მიღება შეუძლიათ.

  • სტანდარტული ორადგილიანი ნომერი - 85 $
  • ნახევრად ლუქსის ტიპის ნომერი - 100 $
  • საოჯახო ტიპის ნომერი - 150 $

ფასი მოიცავს სამჯერად კვებას და დღგ 18%-ს. 6 წლამდე ბავშვების დასვენება “მარკო პოლოში” უფასოა!

ალპური ზონა, ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი და მაღალი ხარისხის სერვისი - ამ ყველაფრის მიღება გუდაურში, სასტუმრო “მარკო პოლოში” შეგიძლიათ. გასართობიც ბევრია. თუ აქტიური დასვენება გირჩევნიათ, შეგიძლიათ, პარაპლანით იფრინოთ, კვადრო ტური მოიწყოთ, ცხენით ან ველოსიპედით გაისეირნოთ. სასტუმროს შიგნით აუზი, სპა ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, ბილიარდი, ბოულინგი, კომპიუტერული თამაშებისა და საბავშვო ოთახები დაგხვდებათ. დააგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს, რომლებსაც სასტუმრო “მარკო პოლოს” სამზარეულოში მხოლოდ ნატურალური პროდუქტისგან ამზადებენ.

სასტუმროს, კურორტისა და აქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს - www.marcopolo.ge

ჩვენ გირჩევთ

როდესაც სახლი შენი ბიზნესია

ელიტური ბროკერი

როდესაც სახლი შენი ბიზნესია

როდესაც სახლი შენი ბიზნესია

წინა სტატია

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა
28 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Hotel “Marco Polo” joins the campaign “Spend your summer in Georgia”
28 ივნისი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker