როგორ იცვლებოდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე ბოლო 10 წელში

როგორ იცვლებოდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე ბოლო 10 წელში

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოსთვის რუსეთი მსხვილი საექსპორტო ბაზარი იყო. ბოლო წლებში კი ექსპორტში პირველი ადგილი კვლავ რუსეთს უკავია. კერძოდ, 2019 წლის იანვარ–მაისის პერიოდში, მთლიანი ექსპორტის 14.9% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. 2005 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, 2005 წელს რუსეთში 153 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2012 წელს კი იგივე მაჩვენებელი 46 მილიონი დოლარი იყო. ამ პერიოდში ჯამური ექსპორტი იზრდებოდა, თუმცა მცირდებოდა მასში რუსეთის წილი. 2009 წელს დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმიც, მაშინ რუსეთში განხორციელებული ჯამური ექსპორტი 21 მილიონი დოლარი გახდა. ვითარება 2013 წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა.

2018 წელს საქართველომ ევროკავშირში 67%-ით (293 მლნ დოლარით) მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ვროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რასაც ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო.

ექსპორტი რუსეთში:

  • 2009 წელი – 21.1 მლნ დოლარი
  • 2010 წელი – 34.7 მლნ დოლარი
  • 2011 წელი – 36.6 მლნ დოლარი 
  • 2012 წელი – 46.8 მლნ დოლარი 
  • 2013 წელი – 190.6 მლნ დოლარი 
  • 2014 წელი – 274.7 მლნდ ოლარი
  • 2015 წელი – 162.8 მლნ დოლარი 
  • 2016 წელი – 206 მლნ დოლარი 
  • 2017 წელი – 396.6 მლნ დოლარი 
  • 2018 წელი – 437.3 მლნ დოლარი 

წლების განმავლობაში მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო ქართული ღვინის მწარმოებლებისთვისაც. კერძოდ, კი 2006 წლის ემბარგომდე, ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო. მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია. რუსეთში დღეს მეტი ქართულიღვინო გადის, ვიდრე ერთად აღებული მთავარი საექსპორტო ქვეყნების ათეულში.

ღვინის ექსპორტი 2018 წელს ტოპ 5 ქვეყნის მიხედვით: 

  • რუსეთი – 53 682 627 ბოთლი ღვინო 
  • უკრაინა – 10 687 835 ბოთლი 
  • ჩინეთი – 6 951 019 ბოთლი 
  • ყაზახეთი – 3 599 143 ბოთლი 
  • პოლონეთი – ბოთლი 3 508 122 

რუსეთი საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ტოპ ათეულშია. კერძოდ, 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში 60 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 4.9%–ია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები ჯამურად 730 მილიონი დოლარს აღემატება. რეკორდული 87.9 მლნ დოლარის ინვესტიცია რუსეთიდან 2014 წელს შემოვიდა. რუსეთიდან შემოსული ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, თუმცა 2010 წლიდან მან კვლავ ზრდა აჩვენა. 

რუსეთიდან შემოსული ინვესტიციები: 

  • 2005 წელი – 75.1 მლნ დოლარი 
  • 2006 წელი – 30.9 მლნ დოლარი 
  • 2007 წელი – 75.1 მლნ დოლარი 
  • 2008 წელი – 26.2 მლნ დოლარი 
  • 2009 წელი – 10.2 მლნ დოლარი 
  • 2010 წელი – 50.9 მლნ დოლარი
  • 2011წელი – 58 მლნ დოლარი 
  • 2012 წელი– 22 მლნ დოლარი 
  • 2013 წელი – 7.8 მლნ დოლარი 
  • 2014 წელი – 87.9 მლნ დოლარი 
  • 2015 წელი – 51.4 მლნ დოლარი 
  • 2016 წელი – 36 მლნ დოლარი
  • 2017 წელი – 43.7 მლნ დოლარი 
  • 2018 წელი – 60.1 მლნ დოლარი 

რუსეთი მოწინავე ადგილებს იკავებს საქართველოში ტურისტების რაოდენობის მიხედვითაც. ბოლო წლების განმავლობაში, რუსი ტურისტების ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებს შორის. 

რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში: 

  • 2018 წელი – 1.4 მლნ ვიზიტორი 
  • 2017 წელი – 1.1 მლნ  ვიზიტორი 
  • 2016 წელი – 0.8 მლნ ვიზიტორი 
  • 2015 წელი – 0.7 მლნ ვიზიტორი 
  • 2014 წელი – 0.6 მლნ ვიზიტორი 

საქართველოში ფულადი შემოსავლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ფულადი გზავნილებია. არაოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს, შედეგად ფულად გადმორიცხვებშიც წლებია რუსეთი ლიდერობს. სწორედ რუსეთზე მოდის მთლიანი გზავნილების დაახლოებით 30%.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან:

  • 2018 წელი – 451 მლნ დოლარი
  • 2017 წელი – 450 მლნ დოლარი
  • 2016 წელი – 389 მლნ დოლარი

მიუხედავად თანხობრივი ზრდისა, მთლიან მოცულობაში რუსეთის წილი მცირდება. რუსეთის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 2017 წელს33% იყო, 2008 წელს კი 63%. 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. 2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან. 2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

70 კომენტარი

  1. Yesterday, while I was at work, my cousin stole my apple ipad and tested to see if it can survive a 30 foot drop, just so she can be a youtube sensation. My apple ipad is now broken and she has 83 views.

    I know this is totally off topic but I had to share it with someone!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *