World Bank: საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის კვლავ ბევრია გასაკეთებელი

"აღსანიშნავია ბევრი საერთაშორისო რეიტინგი, მათ შორის, ერთ-ერთია "ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველო და რამდენად მიზანდასახულად ახორციელებს რიგ რეფორმებს", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

"ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს სატრანსპორტო სექტორში. ასევე, ეკონომიკური მიმართულებით ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურ ზრდაზე კერძო სექტორში, განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალი, განათლება და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა და თანამშრომლობა. კვლავ ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ეს არის საერთო, სტრატეგიული ხედვა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში შევიმუშავეთ. ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ველით ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის (CPF) ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას დამატებითი რეფორმების განხორციელებისათვის", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

ჩვენ გირჩევთ

რა გავლენა ექნება რუსულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? - Fitch-ის შეფასება

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

რა გავლენა ექნება რუსულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? - Fitch-ის შეფასება

რა გავლენა ექნება რუსულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? - Fitch-ის შეფასება

წინა სტატია

The Intourist Palace Hotel-Batumi - One of the Pioneers of `Spend Your Summer in Georgia` Campaign
02 July, 2019

შემდეგი სტატია

Şarap ihracatında Gürcistan, dünyada 19. sırada yer alıyor
02 July, 2019
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker