EU: რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვაზე გაუმართლებელი და არაპროპორციულია

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დროს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია.

ამასთან, 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირი მიუთითებს, რომ  ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გირჩევთ

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

წინა სტატია

В Июле в Грузии была зафиксирована дефляция, уменьшился уровень годовой инфляции
03 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Statement on the latest developments in relations between the Russian Federation and Georgia
04 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker