წლის დასაწყისიდან, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელდა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა.

ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზედაც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

დარღვევები, რომლებიც აუდიტორული ფირმების შემოწმებისას გამოვლინდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

წინა სტატია

Statement on the latest developments in relations between the Russian Federation and Georgia
04 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ბაფეტის ახალი რეკორდი - $3.6 მლრდ ქველმოქმედებისთვის
04 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker